Facebook

346066227 1399259114196515 2543325097764644384 nchestv   

banner4European Chess Union logo

Evropis Saklubo Zastavka Gadasvla Debulebaze Live PGN Swrapi GadasvlaSAB

reklama blacknsp 168 png inteleqti

 

  1. ჩვენი კლუბი
  2. კლუბ ნონას წევრები
  3. ბავშვთა კლუბის წევრები
  4. ჩვენი ტურნირები
  5. ჩვენი ლოგოები
            
       MeliaSalome      
            
turniri1
                                                  LogoAxali

სიახლეები

ონლაინ ღია ბლიც ტურნირი - 20.04.2024 - Online Blitz Tournament

ონლაინ ღია ბლიც ტურნირი - 20.04.2024 - Online Blitz Tournament

news 19 აპრილი 2024
    ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ორგანიზებით გრძელდება   შაბათის ონლაინ ტურნირების წლიური სერია სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში!       
ვრცლად ...
საქართველოს 33-ე ჩემპიონატი 10, 14  და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის-2024

საქართველოს 33-ე ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის-2024

news 16 აპრილი 2024
16 აპრილს თბილისის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს 33-ე ჩემპიონატმა 10, 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის-უმაღლესმა ლიგამ (15-24.04.2024).
ვრცლად ...
ონლაინ ღია ბლიც ტურნირი - 13.04.2024 - Online Blitz Tournament

ონლაინ ღია ბლიც ტურნირი - 13.04.2024 - Online Blitz Tournament

news 13 აპრილი 2024
    ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ორგანიზებით გრძელდება   შაბათის ონლაინ ტურნირების წლიური სერია სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში!       
ვრცლად ...
ონლაინ ღია ბლიც ტურნირი_სპორტის დღე - 06.04.2024 - Online Blitz Tournament_Sports Day

ონლაინ ღია ბლიც ტურნირი_სპორტის დღე - 06.04.2024 - Online Blitz Tournament_Sports Day

news 05 აპრილი 2024
  "სპორტი მშვიდობისთვის და განვითარებისთვის" - 6 აპრილს საქართველო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ვრცლად ...
ბათუმის

ბათუმის "სსსც ეკვატორი"-ს საჭადრაკო პირველობა-2024

news 02 აპრილი 2024
 2 აპრილს ბათუმის "საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი"-ს შიდა საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.
ვრცლად ...

NEWS BMC-2016 SAT  01 - 12 ივლისის ჩათვლით ბათუმი მეოთხე დიდ საერთაშორისო ნორმიან საჭადრაკო ფესტივალს "ბათუმის მერიის თასი-2018"-ს მასპინძლობს!

 

ფესტივალს ყოფილი ჭადრაკის სასახლე "კაისა" მასპინძლობს. (თამარ მეფის გამზირი N43)

ტურნირის ორგანიზატორები არიან:

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

საჭადრაკო კლუბი ნონა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

მხარდამჭერები:     აჭარის ტელევიზია;    აჭარის რადიო.

  

2 ივლისს, 15:30 წთ, ტექნიკური შეხვედრა და ფესტივალის გახსნა გაიმართა.

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას წარმომადგენლებმა ფესტივალი გახსნილად გამოცხადეს და ტურნირის მონაწილეებს წარმატება

უსურვეს დაძაბულ ორთაბრძოლებში.

ტურნირის მთავარმა მსაჯმა უმაღლესი "ა" კატეგორიის საერთაშორისო არბიტრმა მარიკა ჯაფარიძემ, დამსწრეთ დებულების ძირითადი მხარეები გააცნო. აგრეთვე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე რომ  2018 წლის 1 იანვრიდან ოფიციალურად ძალაში შევიდა ფიდეს განახლებული წესები შეუძლებელ სვლებთან დაკავშირებით.

წელს ფესტივალი გამორჩეულად წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანია.

მონაწილეობას ღებულობს 21 ქყვეყნის მაღალი რანგის 400 -მდე უძლიერესი მოჭადრაკე.

239 ქართველი მონაწილედან 80-მდე აჭარის რეგიონს წარმოადგენს! 

 Batumi Municipality Cup 2018 1 Batumi Municipality Cup 2018 2 Batumi Municipality Cup 2018 3

აპრიზო ფონდი  - 48 650 ლარია.

ფესტივალის ფარგლებში იმართება 10 დამოუკიდებელი ტურნირი: 

"ა - ტურნირი" (Open - 2200 >) - რომელშიც ითვლება  ფიდეს საერთაშორისო რეიტინგი -

შესაძლებელია ფიდეს სხვადასხვა წოდებების ნორმების შესრულება,  აგრეთვე საერთაშორისო რეიტინგის გაჩენა და ამაღლება.

"ბ - ტურნირი" (B Open - 2200 <)- ითვლება საერთაშორისო რეიტინგი.

შესაძლებელი ფიდეს წოდებების შესრულება, რეიტინგის ამაღლება.

"ცე - ტურნირი" (C Open - 1600 <) - ითვლება საერთაშორისო რეიტინგი. 

ასაკობრივი ტურნირები:

8 წლამდე ჭაბუკებში და გოგონებში- (U08/B&G) 

10 წლამდე ჭაბუკებში და გოგონებში-(U10/B&G) - ითვლება საერთაშორისო რეიტინგი.

12 წლამდე ჭაბუკებში და გოგონებში-(U12/B&G) - ითვლება საერთაშორისო რეიტინგი.

11.07.2017 ღია საერთაშორისო ბლიც ტურნირია დაგეგმილი. რომელშიც აგრეთვე დაითვლება საერთაშორისო რეიტინგი.

ყველა აღნიშნული ტურნირი დარეგისტრირებული იყო ფიდეში და განთავსებლი იყო ფიდესა და საქართველოს ფედერაციის ღონისძიებათა კალენდარში .  

ტურნირში ასპარეზობენ: საქართველოს,  უკრაინის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ბანგლადეშის, დანიის, ესპანეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ირანის, რუსეთის, სასომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, კუვეიტის, ლიბიის, მალტას, შოტლანდიის, უზბეკეთის, თურქეთის, გაერთიანებული არაბეთის საემიროების, დელეგაციები და ცნობილი მოჭადრაკეები.

20 დაფაზე ფესტივალის ყველაზე მაღალი რანგის "ა" ტურნირის ყველა დაფის  ტრანსლირება ხდება, ელექტრონული დაფების მეშვეობით.

 

აღსანიშნავია, რომ წელს ბათუმის საჭადრაკო კლუბმა ნონამ საქართველოში პირველმა გაუშვა ფესტივალის დროს, ლაივის პროგრამის უახლესი ვერსიით პარტიების ტრანსლიაცია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ გულშემატკივარს საშუალება ჰქონდა პირდაპირ რეჟიმში სახლიდან გაუსვლელად ედევნებინა თვალი პარტიების მსვლელობისთვის განხლებული, თანამედროვე ინტერფეისით და სრული კომფორთით.

 LIVE პარტიების ტრანსლირება კლუბ ნონას საიტზე  www.chessbatumi.ge  განხორციელდა!

  Batumi Municipality Cup 2018 4 Batumi Municipality Cup 2018 5 DSC Batumi Municipality Cup 2018 6

ფესტივალის ფარგლებში სტუმრების (ვიზიტორების) რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა!

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის "ბათუმის მერიის თასი-2018"-ის  ფარგლებში ბათუმს 1500-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს, რაც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.

ბათუმი აქამდე უამრავი უმაღლესი რანგის საჭადრაკო ტურნირის მასპინძელი იყო. მაგრამ წლევანდელი წელი იმითაც გამორჩეულია, რომ ბათუმი სექტემბრის თვეში ყველაზე მასშტაბური  და წარმომადგენლობითი ტურნირის, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძელია, რომლის ფარგლებში ზღვისპირა ქალაქი 4000-ზე მეტ სტუმარს მიიღებს.

ყველა ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება.

დაგვიანებისთვის მოთამაშეებს 1 სთ. აქვთ გამოყოფილი.

დროის კონტროლი:   "ა და  ბ - ტურნირი" (A &B Open ) - 1 სთ და 30 წთ - 40 სვლაზე, შე

მდეგ 30 წთ პარტიის ბოლომდე , ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

"ც და  ასაკობრივი ტურნირები" ( C Open & Youth ) - 1 სთ და 30 წთ  პარტიის ბოლომდე , ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

ფესტივალის ძირითადი ტურნირების საზეიმო დახურვა 10 ივლისს  გაიმართება.

DSC 0003 DSC 0022 DSC 0007 DSC 0040

 6 ივლისს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მეგობრული შეხვედრა გაიმართა ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონასა და ბაქოს (აზერბაიჯანი)

საჭადრაკო კლუბ "AG AT"-ს ("თეთრი ცხენი") შორის. 

ნორჩმა მოჭადრაკეებმა რამოდენიმე პარტია ითამაშეს ერთმანეთთან და კიდევ უფრო გაამყარეს მეგობრული ურთიერთობა ქვეყნებს შორის.

პარტიები საინტერესოდ წარიმართა, ბავშვები ერთმანეთს გულშემატკივრობდნენ და უზიარებდნენ პარტიის დროს გათვლილ ვარიანტებს.

საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სამომავლო ერთობლივი პროექტების შესახებ ვისაუბრეთ "AG AT"-ის დირექტორთან ულკარ უმუდოვასთან.  DSC 0074 DSC 0091

6 ივლისს, ფესტივალის ფარგლებში მეგობრული მინი ფეხბურთის ტურნირი გამართა.

მონაწილეობა 5 გუნდმა მიიღო : ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონა - "d2-d4", ქუთაისი-თბილისის გუნდი - "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში", თბილისი-უზბეკეთის გუნდი "დინოზავრები",  სასომხეთის გუნდი - "ნარვა" და კუვეიტის გუნდი -"გოლფი".

შემადგენლობა (4 მოთამაშე და მეკარე).  ტაიმის ხანგრძლივობა 15 წთ. შეხვედრები ნოკაუტ სისტემით გაიმართა, წაგებული ტოვებდა ტურნის.

ფინალში ერთმანეთს ბათუმის "d2-d4" -  და ქუთაისის  გუნდი "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში"  დაუპირისპირდა.

შეუპოვარი და უკომპრომისო ბრძოლის შემდეგ გამარჯვება სტუმრებს ხვდა წილად.

DSC Batumi Municipality Cup 2018 7 DSC Batumi Municipality Cup 2018 8 DSC Batumi Municipality Cup 2018 9 DSC Batumi Municipality Cup 2018 10

ძირითადი ტურნირების საზეიმო დახურვა 10 ივლისს  გაიმართა, 19:00 სთ-ზე.

სტუმრებს საღამო გაულამაზა და საზეიმო განწობა შეუქმნა ბათუმის სტუდია "ლიმპოპო"-მ.

დახურვას ესწრებოდნენ მთავრობიდან, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა კომახიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე,  ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ნატალია ზოიძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის უფროსი მერაბ ქიძინიძე,  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის,  განათლების, კულტურის, ტურიზმისა  და სპორტის სამსახურის უფროსი მამუკა თამაზაშვილი, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის FIDE-ს კონსულტანტი სოფიო ბაკურიძე  და სხვა ოფიციალური პირები. სიტყვით გამოვიდნენ: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა კომახიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, ტურნირის ორგანიზატორი და ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონას დირექტორი გიორგი ჭანტურია, ფესტივალის მთავარი მსაჯი მარიკა ჯაფარიძე.

meriis tasi 2018 Daxurva 1 meriis tasi 2018 Daxurva 2 meriis tasi 2018 Daxurva 3

მთავრობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს სხვადასხვა ტურნირების გამარჯვებულები.

უმაღლესი "ა" ტურნირის  გამარჯვებულები, თავად ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა კომახიძემ დააჯილდოვა.

სპეციალური პრიზი ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისგან გადაეცა "ა" ტურნირის გამარჯვებულს ქალთა შორის ნინო ხომერიკს.  

ყველა სტუმარმა და გამომსვლელმა აღნიშნა ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარება, დიდი მადლობა გადაუხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ფინანსური მხარდაჭერისთვის  და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა უკვე ტრადიციად ქცეულ საერთაშორისო ფესტივალს "ბათუმის მერიის თასს"!

 

meriis tasi 2018 Blici 1 meriis tasi 2018 Blici 2 meriis tasi 2018 Blici 3

11 ივლისს ფესტივალის ფარგლებში ღია საერთაშორისო ბლიც ტურნირი გაიმართა! თითოეულ მონაწილეს 3 წუთი ჰქონდა ფიქსირებული დრო, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. დაითვალა საერთაშორისო რეიტინგი. შეჯიბრში 15 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სასომხეთი, რუსეთი, უზბეკეთი, კუვეიტი, უკრაინა, თურქეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, მოლდავეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ირანი) 100 მდე მაღალი დონის მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

Meriis tasi-2016 17 meriis tasi 2018 Blici Saerto

"ა - ტურნირში" შემდეგი ფიდეს საერთაშორისო ნორმები შესრულდა:

ნინო კომერიკი  (საქართველო) -  შეასრულა ქალთა საერთაშორისო დიდოსტატის -WGM და მამაკაცთა საერთაშორისო ოსტატის - IM ნორმა.

თამაზ მგელაძე (საქართველო) -  შეასრულა საერთაშორისო ოსტატის - IM ნორმა.

გარაიევ კანანი (აზერბაიჯანი) -  შეასრულა საერთაშორისო ოსტატის - IM ნორმა.

სულეიმანლი აიდინ (აზერბაიჯანი) -  შეასრულა საერთაშორისო ოსტატის ნორმა - IM ნორმა.

უამრავმა მოჭადრაკემ აიმაღლე საერთაშორისო რეიტინგი, დარეგისტრირდა ფიდეში და გაიჩინა რეიტინგი. 

   

congratulations

მე-4 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი  "ბათუმის მერიის თასი - 2018"

ს ა პ რ ი ზ ო   ა დ გ ი ლ ე ბ ი 

ა ტურნირი (Open A)

მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი

I   ადგილი - რინატ ჯუმაბაევი    (ყაზახეთი) საერთაშორისო დიდოსტატი   6,5 ქულა

II  ადგილი - ლევან ფანცულაია   (საქართველო) საერთაშორისო დიდოსტატი   6,5 ქულა

III ადგილი - ჯავოხირ სინდაროვი (უზბეკეთი)  საერთაშორისო ოსტატი        6  ქულა

ქ ა ლ ე ბ ი

I   ადგილი -  ნინო ხომერიკი  (საქართველო)  ქალთა საერთაშორისო ოსტატი     5  ქულა

II  ადგილი - სოფიო გვეტაძე  (საქართველო)   საერთაშორისო ოსტატი   5  ქულა

III ადგილი - ნარმინ მამადოვა  (აზერბაიჯანი) ქალთა საერთაშორისო ოსტატი     3,5 ქულა

ბ ტურნირი (Open B)

მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი

I    ადგილი -  ატილა ეინულაიევი  (აზერბაიჯანი)   7,5 ქულა

II   ადგილი - ივანე სიფრაშვილი  (საქართველო)      7 ქულა

III  ადგილი - თენგიზ დიდმანიძე  (ბათუმი, საქართველო)  7 ქულა

ქ ა ლ ე ბ ი

I   ადგილი  - მარიამ თევზაძე   (საქართველო)        5,5 ქულა

II  ადგილი - მარიამ ჯანიაშვილი  (საქართველო)   5,5  ქულა

III ადგილი - თამარ ესაძე   (საქართველო)     5 ქულა

16   წ ლ ა მ დ ე  -  ჭაბუკები

I    ადგილი -  გიორგი ნაყოფია (საქართველო)    5,5  ქულა

II  ადგილი -  ალ ზააბი სულთან  (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)   5,5  ქულა

III ადგილი - გიორგი ელაშვილი   (საქართველო)  5 ქულა

16   წ ლ ა მ დ ე  -  გოგონები

I    ადგილი -  თამარ ლაგაზაური (საქართველო)    4,5  ქულა

II  ადგილი -  ალ მაამარი ვაფია დარვიშ  (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)  4,5  ქულა

 III ადგილი - ანა კვიკვინია  (საქართველო)    3 ქულა

14   წ ლ ა მ დ ე -  ჭაბუკები

I     ადგილი -  ნიჰად ასგაროვი  (აზერბაიჯანი)   5,5 ქულა

II   ადგილი -  ოსმან ფშმაჰოვ  (რუსეთი) 5,5  ქულა

III  ადგილი - ნიჰად მუსტაფაევი (აზერბაიჯანი)  5 ქულა

14   წ ლ ა მ დ ე  -  გოგონები

I    ადგილი -  რუსუდან მაღლაკელიძე  (საქართველო)   4,5  ქულა

II  ადგილი -  დიანა ლომაია   (საქართველო) 4 ქულა

 III ადგილი - სოფია ანთია  (ბათუმი, საქართველო)    3 ქულა     

ს ე ნ ი ო რ ი  მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი  50+

I     ადგილი - შაჰინ ჰაჯიევი  (თურქეთი)  6  ქულა

II   ადგილი -  ფრიდონ ყალაგაშვილი  (საქართველო)  6 ქულა

III  ადგილი - ჰოვიკ შაჰინიან (სასომხეთი)  5,5  ქულა

ს ე ნ ი ო რ ი  ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ე ბ ი  50+

I     ადგილი - ციალა ქასოშვილი   (საქართველო)   5 ქულა

ს ე ნ ი ო რ ი  მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი  65+

I     ადგილი -  გენრიხ ფაშაიან   (სასომხეთი)  6,5  ქულა

II   ადგილი -  ვარლამ ვეფხვიშვილი   (საქართველო)  6 ქულა

III  ადგილი - აშოტ ავეტისიან   (სასომხეთი)  4,5 ქულა 

"ცე" ტურნირი (Open C) 

მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი 

I   ადგილი - ბადრი ბოლქვაძე (ბათუმი, საქართველო)      8 ქულა 

II  ადგილი - ვასიკო შაპოვალოვი  (საქართველო)    7  ქულა 

III ადგილი - თედო ბოლქვაძე (ბათუმი, საქართველო)  7  ქულა 

ქ ა ლ ე ბ ი 

I   ადგილი -  რობიახონ სარდოროვა   (უზბეკეთი)       6,5  ქულა 

II  ადგილი - ლიკა იმნაძე    (საქართველო)     6  ქულა 

III ადგილი - ალ ალი აიშა საიფ  (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)  6  ქულა

ა ს ა კ ო ბ რ ი ვ ი   ტ უ რ ნ ი რ ე ბ ი

12  წ ლ ა მ დ ე    (U12)

ჭ ა ბ უ კ ე ბ ი

I     ადგილი - მათე სილაგაძე         (საქართველო)       7  ქულა

II   ადგილი - ერეკლე ჯიშკარიანი     (საქართველო)  6,5  ქულა

III  ადგილი -  თეიმურაზ კვიკვინია   (საქართველო)  6,5  ქულა

გ ო გ ო ნ ე ბ ი

I     ადგილი -  ეკატერინე ცივაძე (საქართველო)     7 ქულა

II   ადგილი -  ბარბარე ცირეკიძე  (საქართველო)  6,5 ქულა

III  ადგილი -  ანასტასია კირთაძე  (საქართველო)   6  ქულა

10  წ ლ ა მ დ ე  (U10)

ჭ ა ბ უ კ ე ბ ი

I     ადგილი - კახაბერ კიზირია  (საქართველო)   8 ქულა

II   ადგილი -  ალექსანდრე გარუჩავა   (საქართველო)  7,5 ქულა

III   ადგილი -  ოთარ სესიკაშვილი  (საქართველო)   6,5  ქულა

გ ო გ ო ნ ე ბ ი

I     ადგილი  -  ვერონიკა ტყეშელაშვილი (საქართველო)   8 ქულა

II   ადგილი  -   ნატალი აბულაძე        (ბათუმი, საქართველო)  7  ქულა

III   ადგილი -  ქრისტინე ხვადაგიანი    (საქართველო)   7  ქულა

08  წ ლ ა მ დ ე  (U08)

ჭ ა ბ უ კ ე ბ ი

I     ადგილი  -  ჯაჰონგირ კომილოვ  (უზბეკეთი)   8,5   ქულა

II   ადგილი  - დემეტრე კაკულია  (საქართველო)  7,5   ქულა

III   ადგილი - ალექსანდრე კვიციანი  (საქართველო)   7   ქულა

გ ო გ ო ნ ე ბ ი

I     ადგილი  -  კესარია მგელაძე  (საქართველო)   8,5 ქულა

II   ადგილი  -  ბარბარე კულუა (საქართველო)   7  ქულა

III   ადგილი -  მართა ძნელაძე  (საქართველო)   6,5  ქულა

 

ბლიც ტურნირი  (Open Blitz)     3 წთ, +2 წამი ყოველ სვლაზე   

დასაწყისი: 17:00 სთ.

მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი

I     ადგილი  -   ვიორელ იორდაჩესკუ (მოლდავეთი) საერთაშორისო დიდოსტატი  8  ქულა

II   ადგილი  -  ევგენი ლევინი  (რუსეთი)  საერთაშორისო დიდოსტატი    7,5   ქულა

III   ადგილი -  ამირეზა პურამეზანალი  (ირანი)  საერთაშორისო  დიდოსტატი    7  ქულა 

ქ ა ლ ე ბ ი

I     ადგილი  -   სოფიკო ტერელაძე (საქართველო)  ქალთა საერთაშორისო ოსტატი     6 ქულა

II   ადგილი  -   ნარმინ მამადოვა (აზერბაიჯანი)    ქალთა საერთაშორისო ოსტატი      6 ქულა

III   ადგილი -  სიფიო გვეტაძე (საქართველო)  საერთაშორისო ოსტატი    6  ქულა 

16   წ ლ ა მ დ ე

I     ადგილი  - ალ ჰოსანი ომრან   (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)    5,5 ქულა

II   ადგილი  - რაჰულ ს   (ინდოეთი)  5  ქულა

III   ადგილი - ალტაი ეინულაიევ  (აზერბაიჯანი)  5  ქულა

14   წ ლ ა მ დ ე

I     ადგილი  -  ჯავოხირ სინდაროვ (უზბეკეთი)  6,5  ქულა

II   ადგილი  -   ატილა ეინულაიევ  (აზერბაიჯანი)  5,5  ქულა

III   ადგილი -  ოსმან ფშმაჰოვ  (რუსეთი)  5  ქულა

 

22y4-6ow25alcexiz-trae4

ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს წინსვლას!

ფესტივალში კლუბ ნონას მიერ დაწესებული იყო სპეციალური პრიზები კლუბის წევრ 

ბათუმელი მოჭადრაკეებისათვის.

ფესტივალის საუკეთესო მოჭადრაკეებად დასახელდნენ თენგიზ დიდმანიძე და ნატალი აბულაძე

მათ კლუბის განსხვავებული თასები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

კლუბის ყველაზე პატარა იმედის მომცემი მოჭადრაკეების ნომინაციაში დაჯილდოვდნენ

ალექსანდრე აბაშიძე და ანეტა ქედელიძე, რომლებიც  თასებით, დიპლომებით და ფასიანი საჩურებით

დასაჩუქრდნენ.     

   

 კენჭისყრა და შედეგები იხილეთ/ Pairings and Results:

"ა" ტურნირი    (Open A):  http://chess-results.com/tnr364088.aspx?lan=1&art=2&rd=3&turdet=YES&flag=30

"ბ" ტურნირი    (Open B):   http://chess-results.com/tnr364089.aspx?lan=1&art=2&rd=3&turdet=YES&flag=30

"ცე" ტურნირი  (Open C):  http://chess-results.com/tnr364090.aspx?lan=1&art=2&rd=3&turdet=YES&flag=30

8 წლამდე ჭაბუკები    (U08 Boys):    http://chess-results.com/tnr364095.aspx?lan=1&art=2&rd=3&turdet=YES&flag=30

8 წლამდე გოგონები   (U08 Girls):    http://chess-results.com/tnr364096.aspx?lan=1&art=2&rd=3&turdet=YES&flag=30

10 წლამდე ჭაბუკები  (U10 Boys):   http://chess-results.com/tnr364093.aspx?lan=1&art=2&rd=3&turdet=YES&flag=30

10 წლამდე გოგონები (U10 Girls):    http://chess-results.com/tnr364094.aspx?lan=1&art=2&rd=3&turdet=YES&flag=30

12 წლამდე ჭაბუკები  (U12 Boys):   http://chess-results.com/tnr364091.aspx?lan=1&art=2&rd=3&turdet=YES&flag=30

12 წლამდე გოგონები (U12 Girls):    http://chess-results.com/tnr364092.aspx?lan=1&art=2&rd=3&turdet=YES&flag=30

 

ღია საერთაშორისო ბლიც ტურნირი    (Open Blitz):  http://chess-results.com/tnr364098.aspx?lan=1&art=0&turdet=YES&flag=30

 

L I V E  - პარტიები/ L I V E  - GAMES :   http://view.livechesscloud.com/8fc71df0-7a4d-442d-82ad-9712fb172b84

 

ფოტო გალერეა / Photo Gallery   

Photo by Landa Shioshvili:    https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=909475949261321

Photo by Seyran Baroyan:   https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=909352282607021


 

 

 

 

livee

2023 new

Live PGN Photo

2 Play Some Chess 800

  მეგობრები და პარტნიორები

სტუმარი საიტზე

Flag Counter

ჩვენ გვყავს 464 სტუმარი საიტზე

2022 წლის აჭარის ჩემპიონები

გოგა ლორთქიფანიძე (BU18)
გიორგი ჭანტურია (BU16)
დემეტრე გოგიაშვილი (BU14)
შოთა ცეცხლაძე (BU12)
რატი დიასამიძე (BU10)
ალექსანდრე კალანდაძე (BU08)
მარიამ კალანდაძე (GU18)
კესარია მგელაძე ( GU16)
თიკო ბერაია  (GU14)
მარიამ კალანდაძე (GU12)
ანეტა ქედელიძე (GU10)
ანასტასია მელაძე (GU08)
  • 01
  • 02
  • 03
  • 04
  • 05
  • 06
  • 07
  • 08