Facebook

 უმნიშვნელოვანსი და ყველაზე მასშტაბური, ბათუმის 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე დარჩენილი 100 დღის ათვლა დაიწყო.

 

 

ბათუმისა და მისი სტუმრებისთვის ოლიმპიადის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ოლიმპიადის   საორგანიზაციო კომიტეტმა  ღონისძიება ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილზე - ბათუმის პიაცაზე გამართა.

სპეციალურად ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით სიმბოლურად 100 საჭადრაკო დაფა გაიშალა.
როგორც ცნობილია სექტემბერში ბათუმის ოლიმპიადა 189 ქვეყანის წარმომადგენელს მოუყრის თავს საჭადრაკო დაფებთან. 

 

100dge4 100dge5 100dge6

შესაბამისად, ბათუმის პიაცაზე გამართულ სიმულაციურ საჭადრაკო ოლიმპიადაზეც 95 დაფაზე 189 ქვეყნის სიმბოლური წარმომადგენელი მონაწილეობდა.

თითოეული მოთამაშე ჩართული იყო კენჭისყრაში და შემთხვევითი წესით, თავად ირჩევდა ფურცელს, რომელზეც 43-ე ოლიმპიადაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეყნის სახელი ეწერა. აქვე ავღნიშნავთ, რომ სიმულაციურ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენლობა ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას პატარა წევრს ელისაბედ მიქაძეს ერგო.
დანარჩენ 5 საჭადრაკო მაგიდასთან წარმოდგენილი იყო ასევე დიპლომატიური კორპუსი, რომლებთანაც   ერთდროული თამაშის სეანსი გამართეს საერთაშორისო დიდოსტატებმა, საჭადრაკო ევროკავშირის პრეზიდენტმა, ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.

100dge1 100dge2 100dge3

ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი ზურაბ პატარაძე, საჭადრაკო ევროკავშირის პრეზიდენტი, ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ფიდეს კონსულტანტები სოფიო ბაკურიძე და თეა ყიფშიძე, აგრეთვე მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც 43-ე  საჭადრაკო  ოლიმპიადის მე-6 კეთილი ნების ელჩად დასახელდა. (კეთილი ნების ელჩები არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ვიშვანათან ანანდი, ანიტა რაჭველიშვილი და ლაშა ტალახაძე).
ბათუმის პიაცა საჭადრაკო ოლიმპიადის თემატიკით გაფორმდა. თამაშის მსურველებს, ჩვეულებრივ დაფებთან ერთად, "გიგანტური"  საჭადრაკო დაფა ელოდათ. 

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის თილისმა ინტელექტუალი კუც ესტუმრა ღონისძიებას და უმალვე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. გამოცხადდა თილისმაკუს არა მარტო სახელი, არამედ გვარიც - ბათუსა თართელშტაინი (ბათუსა - ასე უწოდებდნენ ძველად ბათუმს, ხოლო თართელშტაინი, რადგან ჩვენი თილისმა ალბერტ აინშტაინივით ჭკვიანია).

ღონისძიებას მუსიკალურად ბათუმის კულტურის ცენტრის ჯაზ ბენდი აფორმებდა.

საღამოს განსაკუთრებული ეშხი შემატა სპეციალურად საჭადრაკო თემატიკაზე შექმნილმა ფლეშმობმა.
(ანსამბლი და სტუდია "მწვერვალი", ხელმძღვანელი ამირან პაიჭაძე, პედაგოგები: თემო გოგიტიძე და ნანა ქარსელაძე) 

100dge7 100dge8 100dge9 100dge10

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონა, "100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე" ღონისძიებზე სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.

კლუბის წევრები მონაწილეობდნენ როგორც საორგანიზაციო, აგრეთვე ყველა საჭადრაკო აქტივობაში.

 

ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის შემოქმედებითი ჯგუფი ბათუმის პიაცაზე: გახსნა-დახურვის  ცერემონიალის  დამდგმელი  რეჟისორი ზაალ ჩიქობავა, დამდგმელი მხატვარი თამარ ფოცხიშვილი და მუსიკალური ხელმძღნელი ნიკოლოზ რაჭველი.