Facebook

KONYA EvropiSaskolo Chemp 25 ივნისს თურქეთის ქალაქ კონიაში სტარტი აიღო ეროპის სასკოლო ასაკობრივმა ჩემპიონატმა ჭადრაკში.

  

ტურნირები დაყოფილია შემდეგი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით: 7, 9, 11, 13, 15 და 17 წლის ჭაბუკებსა და გოგონებს შორის.

პირველობის მასპინძელია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "რიქსოსი".

პირველი ტური დღეს თურქეთის დროით 16:00 საათზე დაიწყო, ბოლო ტური 02 ივლისის 10:00 საათზე გაიმართება, ხოლო დახურვა იმავე დღეს 16:30 -ზეა დაგეგმილი.

26.06 და 30.06 ორი ტურია დღეში. დასაწყისი - 10:00 და 17:00 სთ.   საქართველოს დროით +1 საათი (1 სთ-ით გვიან).

 

ტურნირის განრიგი:    

Scedule Konya Rixon Hotel

ტურნირი შვეიცარული სისტემით, 9 ტურად გაიმართება. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს 90 წთ - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ პარტიის ბოლომდე,

+ყოველ სვლაზე 30 წმ დამატებითი დრო. სანამ 40 სვლა არ შესრულდება ორივე მხრიდან, მოთამაშეებს ეკრძალებათ ყაიმზე შეთანხმება. 

ჩემპიონატს სულ 12 ქვეყნის (GEO, TUR, RUS, ENG, AZE, DEN, BUL, MDA, ROU, ALB, ESP, FIN)  670-მდე მონაწილე ყავს.  

მასპინძლების შემდეგ ყველაზე დიდი დელეგაციით რუსეთის და აზერბაიჯანის მოჭადრაკეებია წარმოდგენილი. 

DIDMANIDZE-konya

   სასიხარულოა, რომ წელს ბათუმის მერიის დახმარებით, ასეთ პრესტიჟულ და მასშტაბურ საჭადრაკო ღონისძიებაში

 საქართველოს დროშაც დაფიქსირდა.

 ჩემპიონატის ერთადერთი ქართველი მონაწილე, ბათუმელი "საჭადრაკო კლუბ ნონას" ნორჩი და ერთობ ნიჭიერი წევრი

 თენგიზ დიდმანიძეა, რომელიც 15 წლამდე ჭაბუკებში ასპარეზობს.

 კლუბის მიერ მოწვეული მაღალკვალიფიციური მწვრთნელი ჩემპიონატის განმავლობაში ყოველდღიურ მეცადინეობებს

 ჩაუტარებს მას და პროფესიულ დახმარებას გაუწევს პარტიის წინ სადებიუტო მომზადებაში. 

  თენგოსთვის ეს პირველი გასვლითი ტურნირია, ერთად ვუგულშემატკივროთ მას და ვუსურვოთ წარმატება ! ! ! 

 

turqeti2Zastavka

 ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდია: http://escc2015.tsf.org.tr/ 

 აქვე შეგიძლიათ ამოირჩიოთ ასაკობრივი ტურნირი და იხილოთ კენჭისყრა და შედეგები.

 დებულება იხილეთ: http://escc2015.tsf.org.tr/images/stories/Regulation.pdf

     LIVE პარტიები:   http://escc2015.tsf.org.tr/en/live-games

     ფოტოგალერეა:     http://escc2015.tsf.org.tr/en/photo-gallery