Facebook

SATZapxulis Dasawyisi0SAB "ზაფხული იწყება აქ!" სლოგანით 3 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. 

 

 

 

ანბანის კოშკის მიმდებარე ზღვის სანაპირო საზეიმოდ მოირთო.

სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები შუადღეს დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. 

 

 

Zapxulis Dasawyisi9 Zapxulis Dasawyisi8 Zapxulis Dasawyisi10

სტუმრების მხიარულ და კარგ განწობაზე ზრუნავდნენ ქართველი და უცხოელი დიჯეები Chiki, ლაშა გურული, გაბუნია bedford falls, Groove Phoenix და Vako T. გაიმართა ფრანების შოუ, პლიაჟის ფრენბურთი, სხვადასხვა გასართობი და სპორტული თამაშები ბავშვებისთვის, საკარნავალო შოუ ცეცხლოვანი ლათინო-ამერიკული და ბრაზილიური ცეკვებითრომელიც წარმოადგინა Friedrichstadt Ballett -ის დასმა. ფესტივალი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

Zapxulis Dasawyisi2Zapxulis Dasawyisi5Zapxulis Dasawyisi3

გამორჩეული ყურადღება დაიმსახურა, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ, საგანგებოდ მოწყობილმა, მყუდრო საჭადრაკო "ოლიმპიურმა კუნძულმა".  ეს ბუნებრივიცაა, რადგან  43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში სტარტს, სულ მალე, 23 სექტემბრიდან აიღებს და ზღვისპირა ქალაქში ერთდროულად 189 ქვეყნის 4000-მდე  სტუმარს უმასპინძლებს. 

ზღვის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ოლიმპიადის თილისმა "ინტელექტუალი კუც" ესტუმრა საჭადრაკო კუნძულს და თავისი კეთილი, დადებითი იერით, მხიარული განწყობა მოუტანა ჭადრაკის მოყვარულთ.

 Zapxulis Dasawyisi6 Zapxulis Dasawyisi4 Zapxulis Dasawyisi7

ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ღონისძიებაში.

კლუბის წევრების საჭადრაკო განწყობა მალე "ოლიმპიური კუნძულის" სტუმრებსაც გადაედო და დიდი თუ პატარა - ყველა საჭადრაკო დაფებთან მიიზიდა. ზოგი გიგანტურ ჭადრაკზე ამჯობინებდა ძალების მოსინჯვას, ზოგი კი იქვე გაშლილ პატარა დაფებთან მართავდა ორთაბრძოლებს.

მოთამაშეებს მაყურებელი და გულშემატკივარი მთელი დღის განმავლობაში უხვად ჰყავდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურბას იმას, რომ ამ მართლაც და გენიალური თამაშის მიმართ ინტერესი არასოდეს განელდება. 

 

კიდევ ერთი ორიგინალური, ახალი შთაბეჭდილებებით დახუნძლული, ულამაზესი საჭადრაკო დღე მიილია და თავისი წარუშლელი კვალი დატოვა

ჩვენს მეხსიერებაში...

 

 

ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=881512098724373