Facebook

SAT World Cadets Chess Championship 2018 Minsk Belarus Logo

 21 ივნისიდან - 25 ივნისის ჩათვლით ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას დელეგაცია იმყოფებოდა მინსკში (ბელარუსია) ფიდეს რიგით მე-2 მსოფლიო საჭადრაკო ჩემპიონატზე კადეტთა შორის, რაპიდსა და ბლიცში.

 

ჩემპიონატები ტარდებოდა ფიდეს ეგიდით და მოიცავდა სამ ასაკობრივ კატეგორიას (8, 10 და 12 წლამდე) 

ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ორგანიზატორები: ბელარუსიის სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი,

მინსკის საქალქაო აღმასრულებელი კომიტეტი, ბელარუსიის ჭადრაკის ფედერაცია.  

 

გ ა ნ რ ი გ ი 

21 ივნისი - ჩასვლის დღე; ტექნიკური შეხვედრები მოთამაშეებთან და არბიტრებთან.

22-23 ივნისი - მსოფლიო ჩემპიონატი რაპიდში ( 22.06 _ I - IV ტური და 23.06 _ V - IX ტური) - დროის კონტროლი: 10 წთ, +5 წმ ყოველ სვლაზე.

24 ივნისი - მსოფლიო ჩემპიონატი ბლიცში - დროის კონტროლი: 5 წთ, +2 წმ ყოველ სვლაზე ;   დახურვა

25 ივნისი გამგზავრება.

ტურნირს მასპინძლობას უწევდა მინსკის სპორტის სასახლე.

მონაწილეების ოფიციალური განთავსება - სასტუმრო "ბელარუსია".

ორივე პირველობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში  27 ქვეყნის 750-ზე მეტი ნორჩი მოჭადრაკე ღებულობდა მონაწილეობას. 

Minski 1 Minski 2 Minski 4

ჩემპიონატებში ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას 4 ნორჩი წევრი ასპარეზობდა:

8 წლამდე გოგონათა შორის (U08G) - 2018 წლის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი  (8 წლამდე გოგონათა შორის) - კესარია მგელაძე

10 წლამდე ჭაბუკთა შორის (U10B) - გიორგი ჭანტურია და გიორგი გოგიაშვილი

10 წლამდე გოგონათა შორის  (U10G) - თიკო ბერაია 

მონაწილეთა შორის იყო აგრეთვე დავით ნემსაძე ქუთაისიდან (10 წლამდე ჭაბუკები) 

    ბავშვებმა ახალი გამოცდილება შეიძინეს და პრაქტიკული უნარ-ჩვევები დახვეწეს სხვადასხვა ქვეყნის უძლიერეს თანატოლებთან პაექრობაში.

ამ დატვირთული და დაძაბული  დღეების განმავლობაში ჩვენმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა გამოცადეს გამარჯვების სიხარულიც და მარცხის სიმწარეც.

მაგრამ დნამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ აქ შეძენილი ცოდნა კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასწევს მათ პროფესიონალურ გზაზე.

Minski 5 Memorandumi       FIDE Chess School In Belarus Logo копия    MINSK FIDE Chess School in Belarus Astasia Sorokina

 საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონა ბელარუსიაში არსებულ ფიდეს საჭადრაკო სკოლას ("FIDE CHESS SCHOOL In Belarus") ეწვია.

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა საინტერესო ერთობლივი პროექტები.

 Minski 3 Minski 2018 7 Marika jildo Minski 6 Diplomebi

 ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას მენეჯერს, მწვრთნელს, ფიდეს მე-2 მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატის სეკტორ არბიტრს, მარიკა ჯაფარიძეს

დახურვის საზეიმო ცერემონიალზე გადაეცა ჯილდო ბელარუსიის ჭადრაკის ფედერაციისგან.

კლუბის წევრები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით. 

 

ახალი მეგობრებით, შთაბეჭდილებებით და დადებითი ემოციებით დახუნძლულები ვბრუნდებით ბათუმში...

წინ ახალი პროექტები გველის