Facebook

Xelvachauiri Olimpiada SAT

 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 27 ივნისს, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მხარდასაჭერი, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა ჭადრაკში.

 შეგახსენებთ, რომ ყველაზე მასშტაბურ რიგით 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას, ბათუმი 23 სექტემბერიდან 6 ოქტომბრამდე უმასპინძლებს და მასში 189 ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკეები მიიღებენ მონაწილეობას. ოლიმპიადის ფარგლებში ბათუმი 4000-ზე მეტ სტუმარს ელის.

აქტივობა მერიის განათლების და კულტურის სამსახურისა და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ:  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები, მოხალისე პედაგოგები, მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა  და ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას წარმომადგენლები.

Xekvachauri Olimpiada1 Xekvachauri Olimpiada2 20180627 124439Xekvachauri Olimpiada3

დღეს ბაღის აღსაზრდელებს ერთდროული თამაშის სეანსი საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა გურამ ჭანტურიამ ჩაუტარა.

ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის 18 ბაღის აღსაზრდელი მონაწილეობდა.

მონაწილე ბაღები და პედაგოგები:  ერგეს საბავშვო ბაღი - ლეილა მახაჭაძე, ზედა ახალშენი - თამილა ფუტკარაძე, სოფელ მახოს საბავშვო ბაღი - ინეზა სეფერიძე, განთიადის - ია გორგაძე, ორთაბათუმის - გიული დევაძე, სალიბაურის - ირმა ზოიძე, ხელვაჩაურის - ინგა ლორთქიფანიძე, თხილნარის - ქეთევან მამულაიშვილი, ჭარნალის - თამარ შამილაძე, ნათია თევზაძე, ახალსოფლის - მაია ვაშაყმაძე, ჭიკუნეთი - მირანდა თურმანიძე, ქვედა ახალშენი - მზია შავაძე, ქედქედის - თემურ შაშიკაძე, აჭარის წყალი - ზურაბ ზაქარიაძე, ხელვაჩაურის მე-2 - ცისანა თურმანიძე, მახინჯაურის - თამილა ლამპარაძე, ფერიის - ნანი ნაგერვაძე, კირნათი - ინგა მსხალაძე.

პატარებს საჩუქრად სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

სეანსის დაწყებამდე ღია ცის ქვეშ ბაღის აღსაზრდელებმა კონცერტი გაიმართეს. 

Xekvachauri Olimpiada4 Saerto

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ: მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მადონა დავითაძეს, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ხელმძღვანელს გურანდა დოლიძეს, მერიის სოციალური პროგრამების მართვის განყოფილების ხელმძღვანელს ზურაბ ზაქარიაძეს, ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ნატო შერვაშიძეს ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული წვლილისათვის და ბათუმის ოლიმპიადის მხარდაჭერისათვის.