Facebook

LOGO 250x200 SAT 2 იანვარს, კლუბი ნონა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, 11 კაციანი დელეგაციით ლიტვაში გაემგზავრა და "იოდა ბალტას" საჭადრაკო კლუბს ესტუმრა.

 

2019 წელი, ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონასთვის საინერესო თავგადასავლებით და ახალი პროექტებით დაიწყო.

კლუბი მეგობრული ვიზიტით ეწვია ლიტვის საჭადრაკო კლუბ "იოდა ბალტას". რომლის დირექტორი იონას სიდაბრასი უკვე 11 წელია ვილნიუსის

მახლობლად არსებულ საკურორტო პატარა ქალაქში დრუსკინინკაიში მართავს ტრადიციულ საერთაშორისო რაპიდ და ბლიც ტურნირებს.

გადავწყვიტეთ გაცვლითი პროგრამა ამ პერიოდისთვის დაგვემთხვია და ამით უფრო ნაყოფიერი გაგვეხადა ჩვენი ვიზიტი.

დრუსკინინკაიში ჩვენს პროგრამას საჭადრაკო კლუბი "პეტროვსკაია ლადია" (სანქტ პეტერბურგი) და მარიამპოლის საჭადრაკო კლუბი "სუდოვა"

შემოუერთდა. გაიმართა მეგობრული შეხვედრები.  გადმოგვეცა კლუბის სამახსოვრო სუვენირები და ვიმპელები.

Litva 2019 2 Dainava hotel druskininkai Litva 2019 1

ტურნირებს სასტუმრო "როიალი" მასპინძლობდა. ჩვენმა დელეგაციამ  მის მახლობლად უკვე ნაცნობ სასტუმრო "დაინავაში"  დაიდო ბინა.

კომფორტულმა საჭადრაკო დარბაზებმა ღირსეული მასპინძლობა გაუწია სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მონაწილეებს.

ტურნირები 4 - 6 იანვრის პერიოდში გაიმართა.

კლუბ ნონას დელეგაცია შედგება სხვადასხვა ასაკის ყველაზე წარმატებული წევრებისგან და კლუბის მწვრთნელებისგან, რომლებიც მონაწილეობას

მიიღებენ არა მარტო ტურნირებში, არამედ პედაგოგთა საერთაშორისო სემინარებშიც.

სანამ სატურნირო ციებ-ცხელება დაიწყებოდა ბავშვებს ჩაუტარდათ თემატური მასტერ-კლასები, სასპარინგო რაპიდ და ბლიც პარტიები. 

ჭადრაკისგან თავისუფალ დროს კლუბის წევრები  სპორტულ დარბაზში ატარებდნენ. მაგიდის ჩოგბურთი და ბილიარდი მათ განკარგულებაში იყო.

 Litva 2019 4 Litva 2019 6 Litva 2019 5

3 იანვრის თავისუფალი საღამო სასიამოვნო და სასარგებლო წყლის პროცედურებით დავასრულეთ.

გული ვიჯერეთ მრავალფეროვან აუზებში ცურვით. დრუსკინინკაი ცნობილია თავისი ულამაზესი და უდიდესი აკვა პარკით.

იგი მსოფლიოში მიღებული უმაღლესი სტანდარტებით აგებული შენობაა, რომელიც სტუმრებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს.

Litva 2019 3 41NWIZMREVAK 41NWJ1HJOZEO 35 resource Litva 2019 7

4 იანვარს, 19 საათზე ბლიც ტურნირმა "დაინავა ოპენ"  აიღო სტარტი. მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა მსურველს ასაკის მიუხედავად.

პირველობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა. თითოეულ მოთამაშეს 3 წთ ჰქონდა პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წმ-ის დამატებით.

ტურნირში 8 ქვეყნის წარმომადგენელმა მოიყარა თავი (ლიტვა, საქართველო, ბელორუსია, ლატვია, პოლონეთი, რუსეთი, შვედეთი და ფინეთი).

Litva 2019 8 Litva 2019 9 Litva 2019 10

შეხვედრები საინტერესო იყო იმითაც რომ ყველა ასაკის წარმომადგენელი ერთად ასპარეზობდა, ადგილების გამოყოფა ბოლოს ხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბლიც პარტიები არ არის იოლი სათამაშო და მითუმეტეს უფროსი ასაკის მოწინააღმდეგეებთან, კლუბ ნონას ნორჩმა

მოჭადრაკეებმა ღირებული პრაქტიკა მიიღეს, შეძლეს თავის წარმოჩენა და საპრიზო ადგილების დაკავება.

კლუბი ნონას მოჭადრაკეების ბლიცის შედეგები:

20 წლამდე ჭაბუკები:  თენგიზ დიდმანიძე (1591) - II   ადგილი.

10 წლამდე ჭაბუკები:  გიორგი ჭანტურია   (1123) - III   ადგილი.

5 იანვარს დილის 10:00 საათზე სტარტი აიღო სწრაფი ჭადრაკის წესებით - რაპიდ ტურნირებმა.

"დრუსკინინკაის რაპიდ ტურნირი" - მონაწილეობას ღებულობდნენ ვაჟები, ქალბატონები, 18 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკები და გოგონები, აგრეთვე ყველა მსურველი.

"აკვაპარკ ოპენი" - 14, 12, 10, 08 და 06 წლამდე ჭაბუკები და გოგონები.

ორივე ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა.

დროის კონტროლი: თითოეულ მოთამაშეს 20 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წმ-ის დამატებით.

05.01.2019 - I ; II; III; IV; V ; VI ტური

06.01.2017 - VII; VIII; IX ტური

ტურების დასაწყისი:    10:00 სთ-დან.

Litva 2019 15 Litva 2019 17 Litva 2019 16

დილიდან იგრძნობოდა სატურნირო განწყობა. სათამაშო დარბაზებში სხვადასხვა ქვეყნისა და ასაკის მოჭადრაკეები ირეოდნენ.

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, პატარა ხის დაფა ყველა ეროვნების და ასაკის ადამიანებს აერთიანებს. ჭადრაკის ენა ყოვლისმომცველია...

დღემ ისე ჩაიარა, თითქოს ფერადი კოლეიდოსკოპი დაატრიალესო, ერთი ტური ცვლიდა მეორეს. ბავშვებისთვის ეს რეჟიმი ნამდვილ გამოცდათ იქცა.

მარათონული უსასრულო პარტიების შემდეგ აქტიური დასვენების დრო დადგა, ირჩეოდა პარტები, იცვლებოდა შთაბეჭდილებები.  

6 იანვარს, ბოლო სამმა ტურმა უცებ გაირბინა.

ჩვენი კლუბის წევრები ბოლო მომენტამდე ლიდერთა შორის იყვნენ და უკომპრომისოდ იბრძოდნენ საპრიზო ადგილებისთვის. 

ზოგმა შეძლო, ზოგმაც ვერა... 

15 საათზე საზეიმო დახურვა გაიმართა. 

კლუბი ნონას მოჭადრაკეების რაპიდის შედეგები: ვაჟთა:

ვაჟთა:   ტარიელ ქოჩაკიძე (1803) - V  ადგილი.

ქალთა:  ნინო კეკელიძე (1968) -  II  ადგილი.

10 წლამდე გოგონები:  მარიამ კალანდაძე ( - ) - II ადგილი

Litva 2019 11 Litva 2019 12 Litva 2019 14

dRUSKININKAIIIII

   

   ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ადმინისტრაცია

  ულოცავს ნორჩ მოჭადრაკეებს მიღწეულ წარმატებას !!!

 

 

 

6 იანვარს დახურვის შემდეგ ვილნიუსში გადავინაცვლეთ. დავბინავდით და ამავე საღამოს მეგობრული ბლიც შეხვედრა გავმართეთ სანქტ -პეტერბურგის საჭადრაკო კლუბ "პეტროვსკაია ლადია" -ს ნორჩ წარმომადგენლებთან.

Litva 2019 18 Litva 2019 19 Litva 2019 20

ჩვენი გაცვლითი პროგრამა გრძელდება და ხვალინდელი დღე საინტერესო აქტივობებს გვპირდება.

07 დეკემბრის საშობაო დილა საინტერესოდ დაიწყო.

მეგობრული ვიზიტით ვესტუმრეთ სიმონას სტანევიჩიუსის სახელობის სკოლას ვილნიუსში. შევხვდით დირექტორს აქტიურ და კრეატიულ ქალბატონ ონა საბაიტიენეს და დავგეგმეთ მრავალმხრივი საგანმანათლებლო და სპორტული ერთობლივი პროექტები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს როგორც საჭადრაკო კლუბი ნონა, ასევე  შპს განათლება სკოლა "იმედი" ქალბატონი ქეთევან გოშხეთელიანის ხელმძღვანელობით.

ბავშვებს ხელოვნების სტუდია ელოდათ პედაგოგ იურგა სიდაბრიენესთან ერთად.

ორი საათის განმავლობაში ბავშვები ხატავდნენ საჭადრაკო თემატიკაზე და საგანგებოდ გამზადებულ ნაჭრის ჩანთებზე სპეციალური საღებავებით ქმნიდნენ თავის კომპოზიციებს. 

Litva 2019 21 Litva 2019 22 Litva 2019 23

დადებითი ემოციებით დამუხტულები ქალაქის ცენტრში არსებულ სპორტულ სკოლას "ტაურას" ვესტუმრეთ.

ამ სკოლის ბაზაზეა საჭადრაკო კლუბი "იოდა ბალტა" განთავსებული. შევხვდით ცნობილ საერთაშორისო დიდოსტატს ვიდმანტას მალიშაუსკას

(GM, 2451). გავმართეთ მეგობრული შეხვედრები საჭადრაკო წრეებისა და კლუბის აღსაზრდელებთან.

მეგობრული შეხვედრა ანგარიშით 11 - 9 ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას გამარჯვებით დასრულდა! 

Litva 2019 24 Litva 2019 25 Litva 2019 26

უკვე სულ მალე წარუშლელი შთაბეჭდილებებით დახუნძლულები გამოვემშვიდობებით სტუმართმოყვარე ორგანიზატორებს, დრუსკინინკაის, ვილნიუსს და თავად ლიტვას.

Litva 2019 27

                                       

დრუსკინინკაის ოპენ ბლიც ტურნირი

ჩვენი მოჭადრაკეების კენჭისყრა და შედეგები:  http://chess-results.com/tnr392431.aspx?lan=1&art=25&fedb=GEO&fed=SWE&turdet=YES&flag=30

საბოლოო ცხრილი: http://chess-results.com/tnr392431.aspx?lan=1&art=4&fedb=GEO&fed=SWE&turdet=YES&flag=30

 

დრუსკინინკაის რაპიდ ტურნირი - საბოლოო შედეგები

ძირითადი ტურნირი: http://chess-results.com/tnr392488.aspx?lan=1&art=4&fedb=GEO&fed=SWE&turdet=YES&flag=30

აკვაპარკ ოპენი - საბოლოო შედეგები 

14 წლამდე: http://chess-results.com/tnr392483.aspx?lan=1&art=4&fedb=GEO&fed=SWE&turdet=YES&flag=30

12 წლამდე: http://chess-results.com/tnr392485.aspx?lan=1&art=4&fedb=GEO&fed=SWE&turdet=YES&flag=30

10 წლამდე: http://chess-results.com/tnr392486.aspx?lan=1&art=4&fedb=GEO&fed=SWE&turdet=YES&flag=30

08 წლამდე: http://chess-results.com/tnr392487.aspx?lan=1&art=4&fedb=GEO&fed=SWE&turdet=YES&flag=30

 

ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=1039310122944569