Facebook

Jojua MasterClasi-2016-1 SAT10 იანვარს, ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონას გამორჩეული სტუმარი ყავდა. კლუბის ნორჩ წარმატებულ წევრებს თემატური მასტერ კლასი პერსპექტიულმა და ნიჭიერმა ახალგაზრდა მოჭადრაკემ ნოდარ ლორთქიფანიძემ (FIDE ID-13604058, 2326)  ჩაუტარა.

 

 

ნოდარი ცოცხალ ჭადრაკს თამაშობს და მისი სტილი ორიგინალურობით გამოირჩევა.

ტურნირების დროს მისი დაფა, ხშირად მაყურებელთა თავშეყრის ადგილია, რადგან პარტიები ყოველთვის

დინამიურობით გამირჩევა და კომბინაციური ელემენტებითაა გაჯერებული. 

 

მასტერ კლასის თემა:  თანამედროვე დებიუტები, მათითავისებურებები და პრინციპები.

პრიორიტეტული და პოპულარული დებიუტების სქემები.

დებიუტში გათამაშებული თითოეული სვლის არსი, იდეა, გეგმა.

მოწინააღმდეგის მიერ გაკეთებული სვლის მიხედვით, გააზრებულად საკუთარი სვლის და სამომავლო გეგმის/სტრუქტურის მორგება.

Master Klasi Nodar Lortkipanidestan 10.01.2019 3 Master Klasi Nodar Lortkipanidestan 10.01.2019 2 Master Klasi Nodar Lortkipanidestan 10.01.2019 1

განხილული თემა ძალიან საინტერესო გამოვიდა.

ბავშვებს საშუალება მიეცათ გარკვეულ თემებს სხვადასხვა კუთხით და გამორჩეული კონტექსტით დააკვირდნენ.

ეს ყოველივე  აზროვნებას ამრავალმხრივებს, დამოუკიდებელი ფიქრისთვის და ანალიზისთვის თემატურ საზრდოს აძლევს.

ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განვითარება, მეტად მნიშველოვანი ეტაპია ლოგიკური აზროვნების მაქსიმალურად ეფექტური

მექანიზმის შესაქმნელად და მოქმედებაში მოსაყვანად.

 

ამ მიმართულებით კიდევ იგეგმება მწვრთნელთა და ბავშვთა შემდგომი სამუშაო პროცესის მიმართულება და თემატიკა.

   

 ვინდა საჭადრაკო კლუბი ნონას ადმინისტრაციის სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ნოდარს, საინტერესო მასტერ კლასისთვის

რომელიც უთუოდ დაეხმარება ნორჩ წევრებს სწორი მიმართულებით წინსვლასა და განვითარებაში.