Facebook

Tur Ordu 2019 SAT

 თურქეთის ჭადრაკის ფედერაციისა და ორგანიზატორების მოწვევით, ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონა 15 კაციანი დელეგაციით იმყოფებოდა თურქეთში  ქალაქ ორდუს მუნიციპალიტეტის მე-5 საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე (28.04-05.05.2019).

 

ფესტივალის ორგანიზატორი და სპონსორი: ორდუს მუნიციპლიტეტის მერია.

მასპინძელი: სასტუმრო "რედისონ ბლუ", ორდუ (Radisson Blu Hotel, Ordu).

საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით  5 დამოუკიდებელი ტურნირი ჩატარდა: A, B, C, D და E კატეგორიაში.   

კლუბი ნონას სხვადასხვა ასაკის წარმატებული  წევრები ყველა აღნიშნულ კატეგორიაში  ღებულობდნენ მონაწილეობას.

ტურნირები შვეიცარული სისტემით 9 ტურად  გაიმართა.

დროის კონტროლი - A  ტურნირი:   90 წთ. პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

B, C, D, E ტურნირები: 60 წთ. პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

მონაწილეები დღეში 2 პარტიას თამაშობდნენ.

Ordu 2019 1 Ordu 2019 2 Ordu 2019 3

A  ტურნირი - ირაკლი ახვლედიანი

B  ტურნირი - დიმიტრი ჯიბუტი, ნინო კეკელიძე, ალექსანდრე რუხაძე

C  ტურნირი - თედო ბოლქვაძე

D  ტურნირი - გოგა ლორთქიფანიძე, უჩა იაკობაძე

E  ტურნირი - გიორგი ჭანტურია, მარიამ კალანდაძე, თიკო ბერია, ანეტა ქედელიძე, შოთა ცეცხლაძე, ლევან მიქელაძე.

ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდა - ჯამში: 11 ქვეყნის (თურქეთი, საქართველო, ეგვიპტე, სირია, სლოვაკეთი, თურქმენეთი, პოლონეთი,

ირანი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ფიდე),  515 მოთამაშე  (A -44; B -99; C -70; D -114; E -188 მონაწილე).

ვინაიდან ასაკობრივი კატეგორიები ცალკე არ იყო გამოყოფილი, ნორჩ წევრებს უწევდათ ბევრად უფროსი ასაკის მეტოქეებთან პაექრობა.

მოპოვებული ადგილები მით მეტად დასაფასებელია.

Ordu 2019 4

დაძაბული ბრძოლის შემდეგ:

 ერთპიროვნული გამარჯვება და ოქროს მედლები მოიპოვეს 7,5 - 7,5 ქულით:  

 B  ტურნირში - ალექსანდრე რუხაძემ   და  C  ტურნირში - თედო ბოლქვაძემ.

 B  ტურნირში - ქალთა შორის III საპრიზო ადგილი დაიკავა ნინო კეკელიძემ 5,5 ქულით.

 E ტურნირში იმარჯვა გიორგი ჭანტურიამ, რომელმაც 7 ქულით, მამაკაცთა შორის IV,

     ხოლო საერთო ჩათვლაში VI საპრიზო ადგილი აიღო.

     გამარჯვებულებს  საზეიმო ვითარებაში გადაეცათ თასები, მედლები და სიგელები.

 D  ტურნირში - ვაჟთა შორის ათეულში დაიკავეს საპატიო ადგილები

      გოგა ლორთქიფანიძემ და უჩა იაკობაძემ  6 - 6 ქულით. 

 E ტურნირში ქალთა ხუთეულში მოხვდა თიკო ბერაია 6 ქულით,

                                                                                                       ხოლო ათეულში მარიამ კალანდაძე 5,5 ქულით.

Ordu 2019 5

Tur 2019 Zoli

ტურნირის ოფიციალური გვერდი: http://ordubb.tsf.org.tr/

კენჭისყრა და შედეგები:  http://ordubb.tsf.org.tr/

საბოლოო შედეგები:  

A  ტურნირი -  http://ordubb.tsf.org.tr/en/component/turnuva/?task=fileview&kid=132

B  ტურნირი -  http://ordubb.tsf.org.tr/en/component/turnuva/?task=fileview&kid=151

C  ტურნირი -  http://ordubb.tsf.org.tr/en/component/turnuva/?task=fileview&kid=152

D  ტურნირი -  http://ordubb.tsf.org.tr/en/component/turnuva/?task=fileview&kid=154

E  ტურნირი -  http://ordubb.tsf.org.tr/en/component/turnuva/?task=fileview&kid=155

 

ტურნირის ფოტო გალერეა:  http://tsf.org.tr/images/stories/galeri/2019/ordu2019/

                                                 https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=1114734875402093

 

PGN პარტიები:   http://ordubb.tsf.org.tr/en/pgn