ბათუმის საჭადრაკო კლუბმა ნონამ დედის დღე
მშობელთა რაპიდ ტურნირით აღნიშნა.
პირველობა წრიული სისტემით გაიმართა.
დროის კონტროლი: 10 წთ. პარტიის ბოლომდე,
ყოველ სვლაზე 10 წმ-ის დამატებით.
პარტიები საინტერესოდ წარიმართა.
საზეიმო განწყობამ ტურნირს განსაკუთრებული ხიბლი შემატა.
შვილები ამხნევებდნენ და რჩევა-დარიგებებს აძლევდნენ დედებს.
ბავშვებსა და მშობლებს შორის როლების გაცვლამ ბევრი აღმოჩენა მოუტანა ორივე მხარეს.
ტურნირი საინტერესო იყო იმითაც, რომ მსაჯთა კოლეგია მთლიანად შედგებოდა კლუბის ნორჩი წევრებისგან:
ტურნირის ტექნიკური მხარისა და სათამაშო წესების გამართულობაზე ზრუნავდნენ, კლუბი ნონას ნორჩი მსაჯები:
გიორგი ჭანტურია, მარიამ კალანდაძე, ნატალი აბულაძე და თიკო ბერაია.
ტურნირის მონაწილეები: ცანგული აბულაძე, თამთა მელაძე, თეონა აბაშიძე,
ნანა ბოლქვაძე, მაკა შურღაია და თეონა ბოლქვაძე.
გამარჯვებული სამეული:
I ადგილი - ცანგული აბულაძე
II ადგილი - თამთა მელაძე
III ადგილი - თეონა აბაშიძე
ფოტო გალერეა:
https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=1367670983441813
ტურნირის შემდეგ ბავშვებმა მშობლებისთვის მისალოცი მინი კონცერტი გამართეს, ჩონგურის თანხლებით სიმღერებით, შაირებითა და
საჭადრაკო თემატიკაზე შექმნილი ორიგინალური თვითნაკეთი წიგნის პრეზენტაციით.
თავის მხრივ, კლუბის ადმინისტრაციამაც მოამზადა სიურპრიზი: წლების განმავლობაში შეგროვებული ბავშვებისა და მშობლებლების
ერთობლივი სურათებისგან მუსიკალური ფოტო კოლაჟის ჩვენება მოაწყო.
დიდ ეკრანზე გაცოცხლებულმა ფოტო სურათებმა ერთობლივი ოვაციები გამოიწვია და ბევრი ლამაზი საჭადრაკო დღის მოგონებები გააღვიძა.