5 აგვისტოს, ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონასა და ყირგიზეთის საზოგადოებრივი ასოციაცია - ისიკულის ჭდრაკის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კლუბმა ნონამ მიზნად დაისახა ჭადრაკის აღორძინება და მისი როგორც ელიტარული და ინტელექტუალური სპორტის სახეობის მისაწვდომობის გაზრდა ფართო მასებში.

კლუბი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რეგიონალურ და სხვადასხვა ქვეყნის კლუბებთან სკოლებთან, სტუდიებთან.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმებულია აზერბაიჯანთან, ლიტვასთან, უზბეკეთთან, ფიდეს საჭადრაკო სკოლასთან ბელარუსიაში, კიევის ცნობილ საჭადრაკო კლუბ "გამბიტთან", რომელიც 700-მდე წევრს ითვლის.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დამეგობრებული ქვეყნების ფორმატში ,ახალი კონტაქტები დამყარდა და იგეგმება ერთობლივი საჭადრაკო აქტივობები: ლატვიასთან (დაუგავპილსი), მოჭადრაკეები უკვე მონაწილეობას ღებულობენ კლუბ ნონას ყოველკვირეულ შაბათის ტურნირებში, პოლონეთთან (ნისა), უკრაინასთან (უმანი, ტერნოპოლი), სასომხეთთან (ვანაძორი), ესპანეთი (სან-სებასტიანი), თურქეთი (კუშადაში), ისრაელი (ნეტანია) უახლოეს მომავალში ერთობლივი საჭადრაკო აქტივობების პერსპექტივით.
გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ყირგიზეთის საზოგადოებრივი ასოციაცია - ისიკულის ჭდრაკის ფედერაციის დირექტორთან ბატონ რახატ აზაროვთან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ახალი და მრავალფეროვანი საჭადრაკო აქტივობებისაკენ.
დაიგეგმა ვრცელი ერთობლივი პროექტები და გაცვლითი პროგრამები, როგორც საქართველოში, ასევე ყირგიზეთში.

ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/media/set/?set=a.722418257967092&type=3







