08 მაისს ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ბენზეს ბაზაზე, ბათუმის N18 და ჩაქვის N1 საჯარო სკოლების ამხანაგური ტურნირი გაიმართა ჭადრაკში.
სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტებისა და
სკოლებში ჭადრაკის პროპაგანდა აგიტაციის კუთხით გამართულ ღონისძიებების ფარგლებში,
ტურნირს მასპინძლობა და ტექნიკური უზრუნველყოფა გაუწია ბათუმის საჭადრაკო კლუბმა ნონამ.
ტურნირი შვეიცარული სისტემით, 7 ტურად გაიმართა.

პირველობა სკოლების დირექტორების რუსუდან დავითაძის, გიული დავითაძის და ჭადრაკის პედაგოგის სვეტლანა უტიანსკაიას ინიციატივით გაიმართა და ჯამში
30-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ჭაბუკები გოგონები
I ადგილი - მათე ბერიძე 7 I ადგილი - ნინო მოწყობილი 3
II ადგილი - კრისტიან მეტიკი 5 II ადგილი - ალისა ისაევა 2
III ადგილი - ანდრია ყურშუბაძე 5 III ადგილი - ლანა სურმანიძე 1
საბოლოო შედეგები: https://s1.chess-results.com/tnr1410726.aspx?lan=1&art=1&SNode=S0
გამარჯვებულები დაჯილდოცდნენ ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით, ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სიგელი.
ჭადრაკით დაინტერესებული სკოლის აღსაზრდელები შეძლებენ კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას.

ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/ccNONA







