Facebook

1003369 1389618684597913 405818499 nთბილისის  საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია დაფუძნდა 2007 წელს ფიდეს სინიორ-ტრენერის, ევროპის ექს-ჩემპიონის ზურაბ აზმაიფარაშვილის მიერ.

2008 წელს აკადემიამ მუშაობა შეწყვიტა ფინანსური სიძნელეების გამო.  ბატონმა ზურაბმა კი მოღვაწეობა გააგრძელა სინგაპურში.

მიმდინარე წლის 26 აპრილს მთავრობის განკარგულებით აკადემიამ მუშაობა განაახლა.

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიაში ნორჩ მოჭადრაკეებს ლექცია-სეანსებს უტარებენ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის ჩატარდა საწვრთნელი შეკრებები ფიდეს სინიორ-ტრენერების მიხეილ გურევიჩისა და კონსტანტინე საკაევის ხელმძღვანელობით.

 

 

სასწავლო პროცესს წარმართავს ზურაბ აზმაიფარაშვილი.

მწვრთნელებად მუშაობენ:  საერთაშორისო დიდოსტატები კონსტანტინე შანავა და თამარ ხმიადაშვილი, უნარშეზღუდულ ბავშვებთან - ნოდარ გოგაძე, სულიკო მეგრელიშვილი. დამწყებ მოჭადრაკეებთან  ხვიჩა ბახტაძე.

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი იურა ჩიქოვანი  მუშაობს წიგნზე - " უფიმცევის დაცვა ქართველი მოჭადრაკეების შემოქმედებაში".

საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიაში ლექცია-სემინარებს ესწრებიან როგორც   ბათუმელი დიდოსატები სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი და გაიოზ ნიგალიძე , აგრეთვე ჩვენი ნორჩი იმედისმომცემი მოჭადრაკეები ნატა და დიმიტრი ჯიბუტები, ირაკლი ახვლედიანი.

ვიმედოვნებთ აკადემიის და "საჭადრაკო კლუბი ნონა"-ს პროფესიული თანამშრომლობა და ურთიერთხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება და არა ერთი  თვალსაჩინო წარმატების საფუძველი გახდება.

  

იხილეთ: facebook-ზე

იხილეთ გვერდი: https://www.facebook.com/tbilisichessacademy