არაბეთის გაერთიანებულ ემირატების ქალაქ ალ-აინში, 17 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიო ასაკობრივი ჩემპიონატი,რომელიც 28 დეკემბრამდე გასტანს.

წელს 120 ქვეყნის 1850 მოჭადრაკე ღებულობს მონაწილეობას, რაც რეკორდული მაჩვენებელია! ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 11 ტურად იმართება და 6 ასაკობრივი კატეგორიაა წარმოდგენილი: 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკები და გოგონები. დროის კონტროლი: 1სთ 30 წთ - 40 სვლაზე, 30 წთ პარტიის ბოლომდე, + 30 წმ ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან). პირველი ტური 18 დეკემბერს აიღებს სტარტს 15:00 სთ-ზე ადგილობრივი დროით. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოდან მონაწილეობენ: 8 წლამდე: გიორგი ლომინაძე და სალომე ბეიტრიშვილი ; 10 წლამდე: ნიკოლოზ კაჭარავა, ეკატერინე ფიფია და თამარ ესაძე ; 12 წლამდე: კოკა ბუკია, ლუკა ობოლაძე, ნიკა ხვადაგიანი და ელენე კოსტავა ; 14 წლამდე: გიგი აბსარიძე, გურამ კოკაია, დავით გვენეტაძე, ლუკა ლიჩელი, გიორგი თავზარაშვილი, ნინო ჯალაღონია და მარიამ ჯავახიშვილი ; 16 წლამდე: ნიკა ღვამბერია, გიორგი სიბაშვილი, ნოე თუთისანი და მარიამ ჭოლაძე ; 18 წლამდე: ნიკოლოზ ქუმსიაშვილი და ნანი უნაფქოშვილი.
ჩემპიონატის ქართველი მონაწილეები:
http://www.worldyouth2013.com/playerlist/country/79
ჩემპიონატის განრიგი:
http://www.worldyouth2013.com/regulation/9
ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდია:








