Facebook

Jojua MasterClasi-2016-1 SAT23 სექტემბრიდან - 04 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ბაზაზე საქართველოს  ღვაწლმოსილი მწვრთნელი გიორგი გოგიჩაიშვილი კლუბი ნონას ყველაზე წარჩინებული ნორჩი წევრებისთვის თემატური გაკვეთილების მეორე ეტაპს მართავს.

 

მასტერკლასის თემა:  ენდშპილი. ენდშპილის თავისებურებები და პრინციპები.

დეტალურად გაირჩა ტიპიური და ტექნიკური ენდშპილები.

ყურდღება გამახვილდა ეტლების ენდშპილის თავისებურებებზე, თორიულ პოზიციებზე და ტიპიურ კონსტრუქციებზე.

ბავშვებს ყოველ დღე ეძლეოდათ საშინაო დავალებები, დამოუკიდებლად შესასრულებლად, რაც კიდევ უფრო ზრდიდა

გაკვეთილების დროს გარჩეული პოზიციების გათავისების ხარისხს.

 

ეს აღნიშნულ თემაზე ჩატარებული მასტერ კლასის მეორე ეტაპი გახლდათ.

პირველი ეტაპი 27 ივლისიდან - 06 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა.

შუალედში ბავშვებს საშინაო დავალება მიეცათ დამოუკიდებლად გასარჩევად.

 

იგეგმება მწვრთნელთა და ბავშვთა შემდგომი სამუშაო პროცესის მიმართულება და თემატიკა.

   

ვინდა საჭადრაკო კლუბი ნონას ადმინისტრაციის სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ბატონ გიორგის,

ნაყოფიერი და სასარგებლო საჭადრაკო დღეებისთვის, რომელიც უთუოდ დაეხმარება ნორჩ წევრებს წინსვლასა და განვითარებაში.