27 - 30 სექტემბერს ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლა მასპინძლობდა საქართველოს ჩემპიონატებს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის-უმაღლესი ლიგა (27-30.09.2025).
ორგანიზატორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია; ა(ა)იპ "საჭადრაკო კლუბი ქუთაისი"
ჩატარების სისტემა: ტურნირები გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში
დროის კონტროლი: სწრაფი ჭადრაკი - 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.
ელვისებური ჭადრაკი - 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 2 წამის დამატებით.
ჩემპიონატებში ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"-ს წევრები ასპარეზობდნენ!
რატი დიასამიძე (Rapid-1810; Blitz-1750); დანიელ სხვიტარიძე (Rapid-1532; Blitz-1632)
დემეტრე მახარაძე (Rapid-1506; Blitz-1631); ანდრია ანთაძე (Rapid-1562; Blitz-1491);
ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას წევრებმა
რატი დიასამიძემ საქართველოს ჩემპიონატში ელვისებურ ჭადრაკში 12 წლამდე ჭაბუკთა შორის
9 შესაძლებლობიდან 8 ქულით ერთპიროვნული გამარჯვება, ოქროს მედალი და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
დანიელ სხვიტარიძემ სწრაფ ჭადრაკში 10 წლამდე ჭაბუკთა შორის
9 შესაძლებლობიდან 7 ქულით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!
ვულოცავთ რატის და დანიელს,
მათ მწვრთნელს თენგიზ დიდმანიძეს
მიღწეულ წარმატებას!
ტურნირის დებულება:
https://geochess.ge/uploads/documents/sak.chemp.rapid-blitz2025.pdf
საბოლოო შედეგები:
12 წლამდე ჭაბუკები (B_U12 Blitz)
https://s2.chess-results.com/tnr1263112.aspx?lan=1&art=1&rd=9&SNode=S0
10 წლამდე ჭაბუკები (B_U10 Rapid)
https://s3.chess-results.com/tnr1261592.aspx?lan=1&art=1&rd=9&SNode=S0







