თავისი თაობის უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.
დაბადების თარიღი: 3 მაისი, 1941 წელი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით 1973 წელს.
მოჭადრაკე, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში ქალებსა და ვაჟებს შორის, სპორტის დამსახურებული ოსტატი. გამოქვეყნებული აქვს წიგნები:" ჩემიცხოვრების არსი" დასხვ. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 1956 წლიდან, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი 1962-78წწ., თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1963-92წწ., ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი, ხუთგზის საბჭოთაკავშირის ჩემპიონი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საპატიო პრეზიდენტი (1996-)
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, პრეზიდენტი (1989-1996)
ფიდეს ქალთა კომისია, პრეზიდენტი (1980-1986)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1996 - სეოკის ოლიმპიური ორდენი
1994 - ღირსების ორდენი
1987 - საპატიო ნიშნის ორდენი
1982 - პირველი საჭადრაკო ოსკარი
1966 - ლენინის ორდენი
1963 - მედალი შრომითი წარმატებისათვის
ბათუმის საპატიო მოქალაქე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტთა და მსოფლიო სეოკთა ასოციაცის საპატიო ორდენები
ზუგდიდის საპატიო მოქალაქე
ჭადრაკის თამაში დაიწყო 5 წლის ასაკიდან. შემდგომში მის დაოსტატებაზე ზრუნავდნენ ვახტანგ ქარსელაძე და მიხეილ შიშოვი . 15 წლის ასაკში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.სსრ კავშირის 5-გზის (1964 ,1974 ,1981 ,1983 და1985 ) ჩემპიონი.1960 წლიდან მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატებში .
1962 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე : ნონა გაფრინდაშვილი - ელისაბედ ბიკოვა 9-2 (+7=4-0)
1965 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე : ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი 8,5-4,5 (+7=3-3)
1969 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე : ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი 8,5-4,5 (+6=5-2)
1972 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე : ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი 8,5-7,5 (+5=7-4)
1975 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე : ნონა გაფრინდაშვილი - ნანა ალექსანდრია 8,5-3,5 (+8=1-3)
1978 მატჩიმსოფლიოსპირველობაზე : ნონაგაფრინდაშვილი - მაიაჩიბურდანიძე 6,5-8,5 (+2=9-4)
1980 პრედენდენტთა 1/4 ფინალური მატჩი: ნონა გაფრინდაშვილი - ნინო გურიელი 6-3 (+5=2-2)
1980 პრედენდენტთა 1/2 ფინალური მატჩი: ნონა გაფრინდაშვილი - ნანა იოსელიანი 7-7 (+3=8-3)
1982 საზონათშორისო ტურნირი - I
1983 პრედენდენტთა 1/4 ფინალური მატჩი: ნონა გაფრინდაშვილი - ირინა ლევიტინა 4-6 (+4=0-6)
1985 საზონათშორისო ტურნირი -V-VII
1987 საზონათშორისო ტურნირი - II-IV
1987 დამატებითი მატჩ-ტურნირი - I
1988 პრედენდენტთა ტურნირი - VII
1990 საზონათშორისო ტურნირი - I
1991 საზონათშორისო ტურნირი - I-II
1992 პრედენდენტთა ტურნირი - VII-IX
1963 -1974 ,1977 -1986 და1990 -1992 წლებში მონაწილეობდა ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებში. არის 11-გზის (საუკეთესო შედეგი) ოლიმპიური ჩემპიონი და ერთგზის ვიცე-ჩემპიონი. ინდივიდუალურად მოპოვებული აქვს 9 ოქროს,3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე ჩაატარა 128 პარტია (+94=26-8).1969 და1972 წლებში ფლობდა ევროპის ჩემპიონთა თასს. გარდა ამისა წარმატებით ასპარეზობდა საერთაშორისო ტურნირებში:
1963 ბევერვეიკი - I (9-და 9 ქულა)
1971 ბელგრადი - I (13-დან 13 ქულა)
1975 ტიმიშოარა - I (13-დან 13 ქულა)
წარმატებით გამოდიოდა ნ.გაფრინდაშვილი ვაჟთა ტურნირებშიც:
1963 /1964 ჰასტინგსი - ბტურნირი - I-II
1983 რეჯონელემილია - I
1995 წელს ნ.გაფრინდაშვილი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ქალ ვეტერან მოჭდრაკეთა შორის. ჭადრაკში მიღწეული შედეგებისათვის დაჯილდოებულია ლენინის (1966 ), ,,ღირსების’’ (1985 ) და ,,შრომითი წარჩინებისათვის’’ (1965 ) ორდენებით. საჭადრაკო ოლიმპიადებზე თამაშდება მისი სახელობის თასი, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის.
ნონა გაფრინდაშვილის პარტიები - Chessgames ბაზაში : http://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=16111