3 თებერვალს ეგვიპტეში, ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონასა და ხურგადის საჭადრაკო სკოლა ფენიქს - “CHESS SCHOOL PHOENIX” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კლუბმა ნონამ მიზნად დაისახა ჭადრაკის აღორძინება და მისი როგორც ელიტარული და ინტელექტუალური სპორტის სახეობის მისაწვდომობის გაზრდა ფართო მასებში.

კლუბი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რეგიონალურ და სხვადასხვა ქვეყნის კლუბებთან სკოლებთან, სტუდიებთან.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმებულია აზერბაიჯანთან, ლიტვასთან, უზბეკეთთან, ფიდეს საჭადრაკო სკოლასთან ბელარუსიაში, კიევის ცნობილ საჭადრაკო კლუბ "გამბიტთან", რომელიც 700-მდე წევრს ითვლის, ყირგიზეთის-ისიკულის ჭადრაკის ფედერაციასთან და სამხრეთ კორეის საჭადრაკო აკადემია -“WIZ CHESS ACADEMY”-თან.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დამეგობრებული ქვეყნების ფორმატში ,ახალი კონტაქტები დამყარდა და იგეგმება ერთობლივი საჭადრაკო აქტივობები: ლატვიასთან (დაუგავპილსი), მოჭადრაკეები უკვე მონაწილეობას ღებულობენ კლუბ ნონას ყოველკვირეულ შაბათის ტურნირებში, პოლონეთთან (ნისა), უკრაინასთან (უმანი, ტერნოპოლი), სასომხეთთან (ვანაძორი), ესპანეთი (სან-სებასტიანი), თურქეთი (კუშადაში), ისრაელი (ნეტანია) უახლოეს მომავალში ერთობლივი საჭადრაკო აქტივობების პერსპექტივით.
გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხურგადის საჭადრაკო სკოლა ფენიქსის - “CHESS SCHOOL PHOENIX” დირექტორთან, ბატონ იუსეფ მოჰამედ რეფაატთან და სკოლა ფენიქსის მფლობელთან კონსტანტინ აქსიონოვთან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ახალი და მრავალფეროვანი საჭადრაკო აქტივობებისაკენ.
დაიგეგმა ვრცელი ერთობლივი პროექტები და გაცვლითი პროგრამები, როგორც საქართველოში, ასევე ეგვიპტეში.








