FacebookLogo

LOGO SAT 26 მარტს, ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონასა და შპს “განათლება” მრავალპროფილიანი სკოლა “იმედი”ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

 

 

 

 

 კლუბმა ნონამ მიზნად დაისახა ჭადრაკის აღორძინება და მისი როგორც ელიტარული და ინტელექტუალური სპორტის სახეობის მისაწვდომობის გაზრდა ფართო მასებში.

 

 

სკოლა იმედი მემორანდუმიx1000 1

     კლუბი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რეგიონალურ და სხვადასხვა ქვეყნის კლუბებთან სკოლებთან, სტუდიებთან. 

 

    ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმებულია აზერბაიჯანთან, ლიტვასთან, უზბეკეთთან, ფიდეს საჭადრაკო სკოლასთან ბელარუსიაში, კიევის ცნობილ საჭადრაკო კლუბ "გამბიტთან", რომელიც 700-მდე წევრს ითვლის,  ყირგიზეთის-ისიკულის ჭადრაკის ფედერაციასთან, სამხრეთ კორეის საჭადრაკო აკადემია -“WIZ CHESS ACADEMY”-თან და ხურგადის საჭადრაკო სკოლა ფენიქსთან  - “CHESS SCHOOL PHOENIX”.

  

    ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დამეგობრებული ქვეყნების ფორმატში ,ახალი  კონტაქტები დამყარდა და იგეგმება ერთობლივი საჭადრაკო აქტივობები: 

ლატვიასთან (დაუგავპილსი), მოჭადრაკეები უკვე მონაწილეობას ღებულობენ კლუბ ნონას  ყოველკვირეულ შაბათის ტურნირებში, პოლონეთთან (ნისა), უკრაინასთან (უმანი, ტერნოპოლი), სასომხეთთან (ვანაძორი), ესპანეთი (სან-სებასტიანი), თურქეთი (კუშადაში), ისრაელი (ნეტანია) უახლოეს მომავალში ერთობლივი საჭადრაკო აქტივობების  პერსპექტივით.

 

გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შპს “განათლება” მრავალპროფილიანი სკოლა “იმედი”სდირექტორთან, ქალბატონ ქეთევან გოშხეთელიანთან  კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ახალი და მრავალფეროვანი საჭადრაკო აქტივობებისაკენ.

დაიგეგმა ვრცელი ერთობლივი პროექტები და გაცვლითი პროგრამები, საინტერესო როგორც დაწყებითი კლასების პატარა მოსწავლეებისთვის, ასევე ჭადრაკით დაინტერესებულ მაღალი კლასების მოზარდებისთვის.