17დეკემბერს გაიმართა საჭადრაკო კლუბ "ნონა"-ს მიერ ჩატარებული ტურნირის დახურვა!
შეჯიბრებაში მონაწილეობას ღებულობდნენ 8 წლამდე, 10 წლამდე და 10 წლის ზევით ასაკის ბავშვები. აღსანიშნავია, რომ უფროსი ასაკის ჯგიფში ზედა ასაკობრივი ბარიერი არ იყო დაწესებული და უფრო მეტმა მსურველმა შეძლო მონაწილეობის მიღება. ტურნირი საინტერესოდ წარიმართა, ზოგი მონაწილესათვის ეს პირველი სატურნირო გამოცდილება იყო, ხოლო უკვე "შემდგარი" მოჭადრაკეებისათვის საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის კარგი საშუალება. სასიხარულოა, რომ პატარა მოჭადრაკეებმა კარგი შედეგი აჩვენეს მათზე უფროს ბავშვებთან და ზოგიერთმა
მათგანმა მეტი ქულათა ჯამით დაამთავრა ასპარეზობა. უმცროს ასაკში 10, ხოლო უფროს ასაკში 11 მოჭადრაკე ღებულობდა მონაწილეობას. ტურნირი წრიული სისტემით შესაბამისად 9 და 11ტურად (ერთი დასვენება) წარიმართა. თითოეულ მონაწილეს პარტიის ბოლომდე 1-1 საათი ჰქონდა გამოყოფილი, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. დაძაბული ბრძოლის შემდეგ ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
7 წლამდე ასაკის (და ზევით) ჭაბუკებს შორის: I ადგილი - ანრი სურმანიძე ( 5.5 ქულა); II ადგილი - ნიკოლოზ ბედოშვილი (3.5 ქულა); III ადგილი - გიორგი
დავითაძე (2 ქულა).
8 წლამდე ასაკის (და ზევით) ჭაბუკებს შორის: I ადგილი - თემურ დევაძე (9 ქულა); II ადგილი - ირაკლი ყურშუბაძე (7.5 ქულა) ; III ადგილი - უსუბ ქაია თურქეთი ( 7 ქულა) ; IV ადგილი - თემურ ჯაყელი ( 5 ქულა); V ადგილი - სანდრო ევგენიძე (2.5 ქულა).
10 წლის (და ზევით) ჭაბუკებს შორის: I ადგილი - თორნიკე თედორაძე (9 ქულა); II ადგილი - ლუკა ჟღენტი (8 ქულა) ; III ადგილი - ვილი დიასამიძე (5 ქულა); IV ადგილი - ზურაბ ჯინჭარაძე (5 ქულა) ; V ადგილი - კობა ჟღენტი (4 ქულა).
10 წლის (და ზევით) გოგონებს შორის: I ადგილი - დეა ბედოშვილი (8 ქულა); II ადგილი - ნათია დეკანოიძე (8 ქულა) ; III ადგილი - ნინო ჟღენტი (4 ქულა).
პირველ სამ ადგილზე გასული ჭაბუკები და გოგონები თითოეული ასაკიდან დაჯილდოვდნენ საჭადრაკო კლუბ "ნონა"-ს სიგელებითა და მედლებით. აგრეთვე ყველა მონაწილეს გადაეცა კლუბის სიგელი.
საჭადრაკო კლუბი "ნონა" ულოცავს ყველას წარმატებას და უსურვებს კიდევ ბევრი გამარჯვება მოეპოვებინოთ ჩვენი კლუბის ნორჩ წარმომადგენლებს!







