9დეკემბრიდან -15 დეკემბრის ჩათვლით, საჭადრაკო კლუბი ნონა ატარებს კლუბის ღია ტურნირს.
ჭადრაკში - 2003 და 2005 წლებში (და ზევით) დაბადებულ ბავშვებს შორის. შეჯიბრება თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში წრიული სისტემით, დიდებში 11 ტურად, ხოლო პატარებში 9 ტურად მიმდინარეობს და 21 ნორჩი მოჭადრაკე ღებულობს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ტურნირს თურქეთის ქალაქ ხოფიდან ჩამოსული მონაწილეც ჰყავს - 8 წლის იუსუფ ქაია, რომელსაც დედ-მამა და ოჯახის დიდი ხნის ქართველი მეგობარი კახა, დაყვება გულშემატკივრად.
მეზობელი ქვეყნის პატარა სტუმარი წვრთნას საჭადრაკო
კლუბ ნონაში გადის მწვრთნელებთან და ტურნირშიც წარმატებული მოასპარეზეა.

პირველ 3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები (თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან, როგორც ჭაბუკები, ასევე გოგონები)დაჯილდოვდებიან სიგელებით და მედლებით აგრეთვე, ყოველ მონაწილეს გადაეცემა საჭადრაკო კლუბ "ნონა"ს სიგელი.







