FacebookLogo

12 დეკემბერს თბილისში დასრულებულ ქართულ გრან-პრის, დასკვნით მეოთხე ეტაპის გათამაშებაზე ბლიც ტურნირში, წარმატებით იასპარეზა

 

 

                                                                         

საჭადრაკო კლუბ ნონას წევრმა, საერთაშორისო ქალთა დიდოსტატმა , ბათუმელმა ნინო ბაციაშვილმა. მან 7 შესაძლებლობიდან 5 ქულა დააგროვა და ძლიერი კონკურენციის პირობებში მესამე ადგილი მოიპოვა. (II ადგილზე - 6  ქულით ბელა ხოტენაშვილი გავიდა,ხოლო პირველობა, ერთპიროვნულად -  6,5 ქულით, ნინო ხურციძემ  დაისაკუთრა!)

ვრცლად სატურნირო ცხრილი იხილეთ:

http://chess-results.com/tnr118820.aspx?lan=11&art=1&rd=7&fed=GEO&wi=821

საპრიზო ადგილებისთვის  მძაფრი ბრძოლა გაიმართა მამაკაცებში. ერთნაირი ქულები დააგროვეს  (9 შესაძლებლობიდან  7-7 ქულა) ლუკა პაიჭაძემ, გიორგი გიორგაძემ და ალექსანდრ ფიერიმ (ბრაზილია). საბოლოოდ, ბუჰგოლცის მაჩვენებლებით პირველობა პაიჭაძეს ერგო, მეორეზე გიორგაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ფიერის ხვდა წილად.

ვრცლად სატურნირო ცხრილი იხილეთ:

http://chess-results.com/tnr118819.aspx?lan=11&art=1&rd=9&wi=821