
·1119 წელი - გათამაშდა პირველი პარტია მიმოწერით ინგლისის მეფე ჰენრიხ I -სა დასაფრანგეთის მეფე ლიუდოვიკ VI -ს შორის.
- 1173 წელი - ფრანგულ მონუსკრიპტში პირველად იქნა გამოყენებული ალგებრული საჭადრაკო ნოტაცია.
- 1471 წელი - პირველი ნაშრომი, რომელიც მთლიანად მიეძღვნა იმ დროინდელ ჭადრაკს - გეტინგენის ხელნაწერი.
- 1475 წელი - პირველად მოიხსენიეს საჭადრაკო ფიგურა "დამა"-დ, ესპანეთის დედოფლის იზაბელას საპატივსაცემოდ, მანამდე არსებობდა გადაადგილებაში შეზღუდული ფიგურა "ферзь".
- 1490 წელი - პირველად გამოყენებულ იქნა "გავლაზე აყვანა".
- 1495 წელი - ვალენსიაში გამოქვეყნდა ფრანსესკა ვისენტის (es:Francesc Vicent) წიგნი "Llibre dels jochs partits dels schachs".
- 1497 წელი - ლუსენას წიგნი - პირველი ევროპული ნაშრომი საჭადრაკო დებიუტებზე.
- 1512 წელი - პირველი საჭადრაკო წიგნი იტალიაში, რომელიც გამოსცა დომიანომ.
- 1550 წელი -იტალიაში დაარსდა პირველი საჭადრაკო კლუბი.
- 1561 წელი - ესპანელმა მოჭადრაკე რუი ლოპეს დე სეგურამ პირველად შემოიტანა ტერმინი გამბიტი.
- 1575 წელი - პირველი საჭადრაკო ტურნირი, რომელიც გაიმართა მეფის კარზე მადრიდში.
- 1744 წელი - პირველი სეანსი ორი მოთამაშის წინააღმდეგ დაფაზე დაუხედავად (ფილიდორი პარიზში).
- 1763 წელი - საჭადრაკო მუზა კაისა-ს გამოჩენა უილიამ ჯონსის პოემაში.
- 1769 წელი - პირველი საჭადრაკო "ავტომატი" - თურქი კემპელენი.
- 1779 წელი - პირველი საჭადრაკო სტატია ამერიკაში: ბენჟამინ ფრანკლინი, "ჭადრაკის მორალური ფასეულობები".
- 1791 წელი - რუსეთში გამოიცა პირველი საჭადრაკო წიგნი.
- 1795 წელი - პირველი სისტემატური ტრაქტატი ჭადრაკში გერმანულ ენაზე. ავტორი - ალგაერი.
- 1836 წელი - პირველი საჭადრაკო ჟურნალი La Palamede, რომელიც გამოსცა ლაბურდონემ პარიზში.
- 1840 წელი - პირველი საჭადრაკო ჟურნალი ინგლისურ ენაზე - Chess Player’s Chronicle.
- 1846 წელი - ლუდვიგ ბლედოვის პირველი საჭადრაკო ჟურნალი გერმანულ ენაზე Deutsche Schachzeitung.
- 1851 წელი - პირველი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ლონდონში
- 1857 წელი - პირველი სადემონსრაციო ჭადრაკი ლევენტალის დიზაინით.
- 1857 წელი - პირველი ეროვნული საჭადრაკო ტურნირი ნიუ-იორკში (აშშ), რომელიც დასრულდა პოლ მორფის გამარჯვებით.
- 1861 წელი - პირველი საჭადრაკო კონგრესი ამერიკაში (ნიუ-იორკი, 6 ოქტომბერი).
- 1866 წელი - ბრიტანეთის პირველი ოფიციალური ჩემპიონატი ს. დე ვერ-ის გამარჯვებით დასრულდა.
- 1867 წელი - პარიზის ტურნირში პირველად გამოყენებულ იქნა საჭადრაკოსაათი (4 ივნისი).
- 1873 წელი -ვენაში პირველად გამოცადეს "ტაი ბრეიკები" სისტემა (12 მონაწილე თამაშობდა წრიული სისტემით 3 პარტიან მატჩებს; 2:0 შედეგის შემთხვევაში მატჩი წყდებოდა).
- 1876 წელი - რუსეთის პირველი საჭადრაკო ჟურნალი იყო ჩიგორინის «Шахматный листок» .
- 1876 წელი -პირველად გადაეცა პრიზი "ლამაზი პარტიისთვის" (ვერცხლის თასი) - გ. ბერდს ჯ. მეზონის გამანადგურებელი დამარცხებისთვის.
- 1878 წელი - გათამაშდა პირველი საჭადრაკო პარტია ტელეფონით.
- 1880 წელი - " გავლაზე აყვანის" წესი აღიარა ყველა ქვეყანამ.
- 1881 წელი - დაიწყო British Chess Magazine -ის გამოცემა.
- 1881 წელი -პირველი საერთაშორისო მატჩი ტელეფონით ლივერპულს და კალკუტას შორის.
- 1883 წელი - პირველად იქნა გამოყენებული ორციფერბლატიანი საჭადრაკო საათი (ლონდონი, 26 აპრილი).
- 1885 წელი - ბრიტანეთის საჭადრაკო ასოციაციის პირველი კონგრესი (15 ივნისი).
- 1886 წელი -პირველი ოფიციალური მატჩი ჭადრაკში მსიფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად სტეინიცისა და ცუკერტორტის შორის.
- 1888 წელი - პირველი საჭადრაკო ტურნირი მიმოწერით.
- 1889 წელი - პირველად გადაეცა პრიზი საუკეთესო პარტიისთვის ისიდორ გუნსბერგს, ჯ. მეზონის დამარცხებისთვის.
- 1895 წელი - ციურიხში, პირველად გაიმართა ტურნირი შვეიცარული სისტემით.
- 1896 წელი - პირველი მატჩი ტრანსატლანტიკური კაბელით ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის (13 მარტი-14 მარტი).
- 1897 წელი - პირველი საერთაშორისო ქალთა ტურნირი ლონდონში, რომელშიც გაიმარჯვა მარი რუდჟმა.
- 1905 წელი - ოსტენდის ტურნირში პირველად გამოყენებულ იქნა წოდება "დიდოსტატი".
- 1925 წელი - მოსკოვში გადაიღეს პირველი ფილმი ჭადრაკზე - "საწადრაკო ციებ-ცხელება" («Шахматная горячка»).
- 1927 წელი -პირველად გამოიყენეს ალგებრული ფიგურული ნოტაცია ჟურნალში L’Echiquier (ბელგია)
- 1936 წელი - აშშ -სპირველ ოფიციალურ ჩემპიონატში გაიმარჯვა სამუელ რეშევსკიმ.
- 1937 წელი - პირველი ბალეტი საჭადრაკო თემაზე -არტურ ბლისსის "ქიში და შამათი" —( «Шах и мат») .
- 1947 წელი - ბულგარეთში გამოუშვეს პირველი საჭადრაკო მარკა.
- 1947 წელი - ა. ტიურინგის პირველი კომპიუტერული საჭადრაკო პროგრამა.
- 1948 წელი - გამოიცა პირველი სტატია კომპიუტერულ ჭადრაკზე (კლოდ შენონის ავტორობით).
- 1970 წელი - პირველი საჭადრაკო ტურნირი კომპიუტერებს შორის.
- 1974 წელი - პირველი მსოფლიო ჩემპიონატი საჭადრაკო პროგრამებს შორის, რომელშიც გაიმარჯვა საბჭოთა კავშირის - "კაისა"-მ.
- 1976 წელი - პირველად დიდ შეჯიბრებებზე აგრძალეს მოწევა.
- 1996 წელი - პირველად კომპიუტერმა Deep Blueდაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი ნორმალური დროის კონტროლით.
- 1997 წელი - პირველად კომპიუტერმა Deep Blueმოუგო მატჩი მსოფლიო ჩემპიონს.
- 1998 წელი - შეიქმნა ნალიმოვის საჭადრაკო დაბოლოებების გენერატორი.
- 2000 წელი - მაღალკვალიფიცირებულ მოჭადრაკეებმა დაიწყეს საჩვენებელი პარტიების თამაში ფიშერის ჭადრაკის წესებით. როგორც წესი, ასეთი შეხვედრები იმართებოდა რომელიმე ჩვეულებრივ ტურნირებთან დამატებით.
- 2007-2008 წლები - პირველი ონლაინ ტურნირი (поБоевым шахматам.)







