საჭადრაკო რეკორდები
ყველაზე დიდხანს ჩემპიონი იყო ემანუელ ლასკერი (27 წელი. 1894 წლიდან-1921 წლამდე). მანვე ყველაზე ბევრჯერ გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში -7 გამარჯვება. (მათ შორის 1909 წელს გამართულ მატჩში, რომელსაც ზოგიერთი საჭადრაკო ისტორიკოსი არ აღიარებს ოფიციალურ მატჩად.)
• ყველაზე დიდხანს ჩემპიონი იყო ემანუელ ლასკერი (27 წელი. 1894 წლიდან-1921 წლამდე). მანვე ყველაზე ბევრჯერ გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში -7 გამარჯვება. (მათ შორის 1909 წელს გამართულ მატჩში, რომელსაც ზოგიერთი საჭადრაკო ისტორიკოსი არ აღიარებს ოფიციალურ მატჩად.)
• ერთადერთი ჩემპიონი, რომელიც გარდაიცვალა დაუმარცხებლად არის- ალექსანდრე ალიოხინი.
• ერთადერთი ჩემპიონი, რომელმაც დაკარგა თავისი ტიტული, პრეტენდენტთან თამაშზე უარის თქმით არის - რობერტ ფიშერი. შემდგომში იგი არაერთხელ აცხადებდა, რომ იგი ჯერაც თვლის თავს ჩემპიონად, ვინაიდან ის არ დაუმარცხებიათ, ხოლო მის კომერციულ მაატჩ-რევანშს ბორის სპასკისთან (1992 წელი. ფიშერის გამარჯვებით დასრულდა) ეძახდა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს.
• ერთადერთი ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც არ უთამაშია არც ერთი პარტია თავის წინამორბედთან - ანატოლი კარპოვია. ის აგრეთვე ერთადერთი აღიარებული ჩემპიონია, რომელსაც არ მოუგია არც ერთი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი სხვა მსოფლიო ჩემპიონისათვის ( თუ არ ჩავთვლით სტეინიცს, რომელიც ითვლება პირველ მსოფლიო ჩემპიონად და რომელსაც არ ყავდა წინამორბედი).
• ყველაზე ხანდაზმული მსოფლიო ჩემპიონი, ამ ტიტულის მოპოვებისას იყო_ ვიშვანატან ანანდი (37 წელი და 9 თვე). ვილჰელმ სტეინიცმა ეს ტიტული მოიპოვა 50 წლის ასაკში, მაგრამ არაოფიციალურად უძლიერეს მოჭადრაკედ 30 წლის ასაკიდან ითვლებოდა, მას შემდეგ რაც მისი გამარჯვებით დასრულდა მატჩი ადოლფ ანდერსენთან.
• ყველაზე ახალგაზრდა ასაკში მსიფლიო ჩემპიონის ტიტული მამაკაცებში მოიპოვა რუსლან პონომარიოვმა (18 წელი). თუ მხოლოდ ყოვლად აღიარებულ მსოფლიო ჩემპიონებს გავითვალისწინებთ, მაშინ ეს რეკორდი გარი კასპაროვს ეკუთვნის (22 წელი).
• ყველაზე ახალგაზრდა ასაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის მოიპოვა მაია ჩიბურდანიძემ (17 წელი) ნონა გაფრინდაშვილთან მატჩში 1978 წელს, 6½–8½-ით (+2−4=9).
• მოჭადრაკე მამაკაცი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული - მიხაილ ბოტვინიკია. იგი სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი: პირველად 1948 წელს, შემდეგ ორჯერ წააგო ტიტული, და ორჯერვე დაიბრუნა მატჩ-რევანშში. ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მას არ მოუგია არც ერთი მატჩი მსოფლიო ჩემპიონის რანგში. (ფრე - დავიდ ბრონშტეინთან და ვასილი სმისლოვთან, წაგება - ვასილი სმისლოვთან, მიხაილ ტალთან და ტიგრან პეტროსიანთან).
• მოჭადრაკე ქალი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საქართველოში ორია: ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე. ორივე მოჭადრაკე ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია.
• ნონა გაფრინდაშვილმა 1961 წელს 20 წლის ასაკში გაიმარჯვა პრეტენდენტთა ტურნირში, რომელშიც მოიპოვა უფლება ებრძოლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ელისაბეტ ბიკოვას წინააღმდეგ. მატჩი ნონას დამაჯერებელი გამარჯვებით დამთავრდა 9-2 (+7−0=4), შემდგომში მან ჩემპიონის ტიტული დაიცვა 4-ჯერ: სამჯერ ალა კუშნირთან (1965: 10–6; 1969: 12–7; 1972: 12–11) და ერთხელ ნანა ალექსანდრიასთან მატჩში (1975: 9–4).
• მაია ჩიბურდანიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ნონა გაფრინდაშვილთან მატჩში (1978 წელი, პიცუნდა) ანგარიშით 8½–6½ (+2−4=9). შემდგომში მან ჩემპიონის ტიტული დაიცვა 4-ჯერ: 1981 წელს ფრედ 8-8 დამთავრდა მატჩი ნანა ალექსანდრიასთან, (ბორჯომი/თბილისი_ტიტულის შენარჩუნებით); სამი წლის შემდეგ ირინა ლევიტინასთან,( ვოლგოგრადი, რუსეთი) ანგარიშით - 8½–5½ ; 1986 წელს - ელენა ახმილოვსკაიასთან (სოფია) ანგარიშით - 8½–5½ ; და 1988 წელს- ნანა იოსელიანთან (თელავი) ანგარიშით - 8½–7½.
• 1978 წელს ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ფიდეს (FIDE) გადაწყვეტილებით გახდა პირველი ქალი რომელსაც მიენიჭა საერთაშორისო დიდოსტატის (GM) წოდება მამაკაცთა შორის.
• ყველაზე მეტჯერ ერთმანეთთან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი ითამაშეს დიდოსტატებმა კარპოვმა და კასპაროვმა. ეს წყვილი ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდა მსოფლიო გვირგვინისთვის ორთაბრძოლაში. ( სამი მატჩი კასპაროვის გამარჯვებით დასრულდა, ერთი ფრედ, ხოლო ერთი მატჩი არ დასრულებულა); შემდეგი წყვილია: ბოტვინიკი-სმისლოვი, რომელთა შორის 3 მატჩი გაიმართა. (პარტიების მიხედვით საერთო ანგარიში თანაბარი ჰქონდათ : თუ ჩავთვლით 1948 წლის მატჩ-ტურნირსაც თითოეულმა მოიგო 18 პარტია, ხოლო 38 ფრედ დასრულდა) .
• ყველაზე ცოტა წელი - 13, - დაჭირდა რუსლან პონომარიოვს, რათა ჩემპიონი გამხდარიყო. ჭადრაკი ისწავლა 5 წლის ასაკში, ჩემპიონი 18 წლისა გახდა. თუ მხოლო ყოვლად აღიარებულ ჩემპიონებს გავითვალისწინებთ, რეკორდი მიხაილ ტალს ეკუთვნის (14 წელი, 10 წლისამ ისწავლა ჭადრაკის თამაში, 24 წლის ასაკში კი ჩემპიონი გახდა). შედარებისთვის: ბოტვინიკს - 25 წელი დასჭირდა, კასპაროვს - 15, ხოლო ფიშერს - 21.
• ერთადერთი მოჭადრაკე, რომელმაც მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და იცავდა მას სამი სხვადასხვა სახის სატურნირო ფორმატში - ვიშვანატან ანანდია. ის რჩებოდა ჩემპიონად ნოკაუტ სისტემით ჩატარებულ ტურნირში (2000 წელს), წრიულ ტურნირში (2007 წელს) და აგრეთვე იცავდა ტიტულს მატჩებში: 2008 წელს - კრამნიკთან; 2010 წელს - ტოპალოვთან; 2012 წელს - გელფანდთან. ამასთან ერთად ანანდი მონაწილეობას ღებულობდა საჭადრაკო სამყაროშო განხეთქილების დროს ფიდეს და დიდოსტატთა ასოციაციის ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში, ისევე როგორც აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის გამართულ მატჩებში გაერთიანების შემდეგ.







